შვედეთის ადმინისტრაციული დაყოფა
From Wikipedia, the free encyclopedia
შვედეთის ადინისტრაციული დაყოფა აღწერს შვედეთის სამეფოს დაყოფას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად. შვედეთის დაყოფილია 21 ლენად (შვედ. län. თავის მხრივ ლენები დაყოფილია 290 კომუნად
ყოველ ლენს აქვს თავისი მმართველობა (sv:länsstyrelse), რომელსაც ნიშნავს შვედეთის მთავრობა. ლენის მმართველობა წარმოადგენს შვედეთის მთავრობასა და პარლამენტს, რიქსდაგს ადგილობრივ დონეზე. ლენის მმართველობის ამოცანაა ადგილობრივი თავისებურებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მმართველობის კოორდინირება მთვრობისა და რიქსდაგის პოლიტიკის შესაბამისად.
ამას გარდა, ყოველ ლენში არის არჩეული ორგანო ლანდსტინგი (sv:landsting), რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ლენში სოციალური და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.