ჩარლზ გრეი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩარლზ გრეი (ინგლ. Charles Grey; დ. 13 მარტი, 1764 – გ. 17 ივლისი, 1845), 1806-1807 წლებში ცნობილი იყო როგორც ვიკონტი ჰოვიკი, — ბრიტანელი პოლიტიკოსი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი 1830 წლიდან 1834 წლამდე. გრეის ცნობილი საგვარეულოს შთამომავალი და პოლიტიკური პარტიის, ვიგის წევრი.
ჩარლზ გრეი | |
---|---|
ინგლ. Charles Grey, 2. Earl Grey | |
დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1764(1764-03-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | Fallodon |
გარდაცვალების თარიღი | 17 ივლისი, 1845(1845-07-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (81 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Northumberland |
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის სამეფო |
განათლება | ტრინიტის კოლეჯი, იტონის კოლეჯი[8] და Richmond School |
მამა | Charles Grey, 1st Earl Grey[9] |
დედა | Elizabeth Grey, Countess Grey[4] [9] |
მეუღლე/ები | Mary Grey, Countess Grey[9] |
შვილ(ებ)ი | Eliza Courtney[9] , Louisa Grey[9] , Henry Grey, 3rd Earl Grey[9] , Frederick Grey, Charles Grey[9] , stillborn daughter Grey[4] , Lady Caroline Grey[4] , Lady Georgiana Grey[4] , Lady Mary Grey[4] , William Grey[4] , George Grey[4] , Thomas Grey[4] , John Grey[4] , Francis Grey[4] , Henry Cavendish Grey[4] , William George Grey[4] და Elizabeth Bulteel[9] |
ჯილდოები | ლეკვერთხის ორდენი |
პრემიერ-მინისტრობის დროს მთავრობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი რეფორმა. 1832 წლის რეფორმის აქტით ცვლილებები შევიდა თემთა პალატაში. მისმა მთავრობამ ასევე მიიღო 1833 წლის კანონი მონობის გაუქმების შესახებ, რომლის შედეგადაც, ბრიტანეთის იმპერიის უმეტეს ნაწილში გაუქმდა მონობა.
1790-იან წლებში უილიამ პიტის ძლიერი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო. 1807 წელს გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, რათა გაეპროტესტებინა მეფე ჯორჯ III-ის მიერ კათოლიკური ემანსიპაციის უარყოფა. როგორც პრემიერ მინისტრს, დადებითად აფასებენ, ვინაიდა შეძლო, რომ აეცილებინა მრავალი სამოქალაქო კონფლიქტი. გარდა ამისა, ასევე ხელი შეუწყო ვიქტორიანულ პროგრესს.[10]
ერლ გრეის ჩაი მის სახელს ატარებს.[11]