დიდი ბრიტანეთის სამეფო
კონსტიტუციური მონარქია დასავლეთ ევროპაში 1707–1801 წლებში / From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ბრიტანეთის სამეფო, ოფიციალურად დიდი ბრიტანეთი (ინგლ. Great Britain)[1][2][3] — სუვერენული სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში 1707-1801 წლებში. მდებარეობდა დიდი ბრიტანეთის კუნძულზე. სამეფოს საფუძვლად დაედო „გაერთიანების აქტი“, რომლის მიხედვიდაც ინგლისის და შოტლანდიის სამეფოები გაერთიანდნენ. მან მოიცვა მთელი კუნძული. ჯეიმზ I-დან მოყოლებული ინგლისსა და შოტლანდიას ერთი მეფე მართავდა, რამაც განაპირობა ამ სამეფოების გაერთიანება.
დიდი ბრიტანეთის სამეფო Kingdom of Great Britain | ||||||
გაერთიანდა ირლანდიასთან | ||||||
| ||||||
| ||||||
დიდი ბრიტანეთის სამეფო 1801 წელს | ||||||
დედაქალაქი | ლონდონი | |||||
ენები | ინგლისური ენა შოტლანდიური ენა ნორნი უელსური ენა შოტლანდიურ-გელური ენა ანგლო-რომანული ენა | |||||
რელიგია | ქრისტიანობა | |||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
მეფე | ||||||
- | 1707-1714[ა] | ანა | ||||
- | 1714-1727 | ჯორჯ I | ||||
- | 1727-1760 | ჯორჯ II | ||||
- | 1760-1801[ბ] | ჯორჯ III | ||||
ისტორია | ||||||
- | გაერთიანების ხელშეკრულება | 22 ივლისი 1706 | ||||
- | გაერთიანების აქტი | 1 მაისი 1707 | ||||
- | ირლანდიასთან გაერთიანება | 1 იანვარი 1801 | ||||
ფართობი | ||||||
- | 1707 | 230 977 კმ² (89 181 მლ²) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 1707 წელი | 7 000 000 | ||||
სიმჭიდროვე | 30,3 /კმ² (78,5 /მლ²) | |||||
- | 1800 წელი | 10 500 000 | ||||
სიმჭიდროვე | 45,5 /კმ² (117,7 /მლ²) | |||||
ვალუტა | გირვანქა სტერლინგი | |||||
ა. | ^ ინგლისის და შოტლანდიის მონარქი 1707 წლამდე | |||||
ბ. | ^ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მონარქი 1820 წლამდე | |||||
შექმნის შემდეგ, სამეფოში დაიწყო იაკობინელთა გამოსვლები, რომელიც 1746 წელს მათი მარცხით დამთავრდა. 1763 წელს ბრიტანეთმა გაიმარჯვა შვიდწლიან ომში. ამის შემდეგ ის მსოფლიოში დომინანტ ძალად იქცა.
1801 წლის 1 იანვარს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია გაერთიანდნენ და შეიქმნა „დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო“. 1922 წელს ირლანდია გამოეყო დიდ ბრიტანეთს და გახდა ბრიტანეთის დომინიონი. დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩა ირლანდიის 6 საგრაფო. ამის შემდეგ სამეფოს ეწოდა „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[4]“.