ჭუბურხინჯი
სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჭუბურხინჯი (მეგრ. ჭუბური — „წაბლი“ და ხინჯი — „ხიდი“; 1952 წლამდე — წალამუხი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ჭუბურხინჯი, ზენი, პირველი აკვაღა, მეორე აკვაღა, ჭყონხუმლა). მდებაროებს მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, სათანჯოს მთის კალთაზე, ზღვის დონიდან — 150 მეტრზე. დაშორებულია გალიდან 7 კმ-ით.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ჭუბურხინჯი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გალის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°34′47″ ჩ. გ. 41°48′35″ ა. გ. |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.