ხიდმაღალა
სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ხიდმაღალა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსა თემში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 3 მ., ლანჩხუთიდან 20 კმ., სუფსიდან 3 კმ. ხიდმაღალა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველაზე უხვნალექიანი ადგილია (2400 მმ წელიწადში).[2] სოფელში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12, მოქმედებს საბავშვო ბაღი. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა საავადმყოფო და ლიმონარიუმი.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ხიდმაღალა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარეგურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | სუფსა |
კოორდინატები | 42°02′06″ ჩ. გ. 41°46′41″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 3 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 756[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 %, ქურთები 0,4 %, რუსები 0,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა