ჯეისონ ბეიტმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეისონ კენტ ბეიტმანი (ინგლ. Jason Kent Bateman; დ. 14 იანვარი, 1969)[1] — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი.[2] მან მსახიობობა 1980-იან წლებში დაიწყო, სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობით, სატელევიზიო სერიალებს შორისაა: ამერიკული ისტორიული დრამატული სერიალი „Little House on the Prairie“,[3] „Silver Spoons“ და „The Hogan Family“. 2000-იან წლებში „Arrested Development“-ში შესრულებულ მაიკლ ბლათის როლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ როლის შესრულებით მან ოქროს გლობუსი და სატელიტის ჯილდო მოიგო.[4] იგი ასევე გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „Teen Wolf Too“ (1987), „განქორწინება ამერიკულად“ (2006), „ჯუნო“ (2007), „ჰენკოკი“ (2008), „ცაში მინდა“, „სიყვარულის ფორმულა დაქორწინებულთათვის“, „ექსტრაქტი“ (სამივე 2009), „მეგობარზე მეტი“ (2010), „აუტანელი ბოსები“ (2011) და მისი შემდეგი ნაწილი „აუტანელი ბოსები 2“ (2014), „საჩუქარი“ (2015), „კორპორატიული წვეულება“, „ზოოტოპია“ (ორივე 2016), „დამპლური თამაშები“ (2018).
ჯეისონ ბეიტმანი | |
---|---|
ბეიტმანი 2011 წელს. | |
დაბადების სახელი | ჯეისონ კენტ ბეიტმანი |
დაბადების თარიღი |
14 იანვარი, 1969 (1969-01-14) (55 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი პროდიუსერი რეჟისორი |
აქტიური | 1981-დღემდე |
მეუღლე(ები) | ამანდა ანკა (იქ. 2001) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მშობლები | მამა: კენტ ბეიტმანი |
ნათესავები |
ჯასტინ ბეიტმანი (და) პოლ ანკა (მამამთილი) |
რეჟისორია ფილმების: „ცუდი სიტყვები“ (2013), „ფენგების ოჯახი“ (2015), „ოზარკი“ (2017-დღემდე). მას აღებული აქვს „პრაიმტაიმ ემი ნომინაცია“ და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.