ჯორჯ კეტლეტ მარშალი (ინგლ. George Catlett Marshall; დ. 31 დეკემბერი, 1880, იუნიონტაუნი, პენსილვანიის შტატი ― გ. 16 ოქტომბერი, 1959, ვაშინგტონი) — ამერიკელი სამხედრო ლიდერი, თავდაცვის მინისტრი (1950-1951), სახელმწიფო მდივანი (1947-1949), სახელი გაითქვა მოკავშირეთა წინამძღოლობით მეორე მსოფლიო ომში და გაწეული წვლილით ომის შემდგომი ევროპის რეკონსტრუქციაში, რომელსაც შემგომში მარშალის გეგმა ეწოდა.
სწრაფი ფაქტები ჯორჯ მარშალი, დაბადების თარიღი ...
ჯორჯ მარშალი |
---|
ინგლ. George Catlett Marshall, Jr. |
|
დაბადების თარიღი |
31 დეკემბერი, 1880(1880-12-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
---|
დაბადების ადგილი |
იუნიონტაუნი |
---|
გარდაცვალების თარიღი |
16 ოქტომბერი, 1959(1959-10-16)[1] [2] [3] [4] [5] [8] [9] [10] [11] [6] [7] (78 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
ვაშინგტონი[12] |
---|
მოქალაქეობა |
აშშ |
---|
განათლება |
ვირჯინიის სამხედრო ინსტიტუტი და United States Army Command and General Staff College |
---|
მამა |
George Catlett Marshall, Sr.[13] |
---|
მეუღლე/ები |
ელისაბედ კარტერ კოულს მარშალი და კეთრინ ბოის ტაპერ ბრაუნ მარშალი |
---|
ჯილდოები |
შარლემანის პრიზი[14] , ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[15] [16] , Knight Grand Cross of the Order of the Bath, Grand Cross of the Order of Wissam El Alaouite, Silver Star, Order of Suvorov, 1st class, Distinguished Service Medal, Médaille Interalliée 1914–1918, American Defense Service Medal, American Campaign Medal, World War II Victory Medal, National Defense Service Medal, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Grand Cross of the Order of George I, Grand Officer of the Order of Saints Maurice and Lazarus, grand officer of the Order of the Crown of Italy, Grand Cross of the Order of Orange-Nassau, კონგრესის ოქროს მედალი, Grand Officer of the Order of the Sun of Peru, Order of Merit, Victory Medal, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, სამხედრო ჯვარი, Order of Orange-Nassau, წმინდა მორისისა და ლაზარეს ორდენი, Military Order of Italy, Order of Ouissam Alaouite და მზის ორდენი |
---|
|
|
დახურვა
სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი დაწინაურდა და გახდა შტაბის უფროსი, ფრანკლინ დელანო რუზველტის პრეზიდენტობისას, ხოლო მოგვიანებით ჰარი ტრუმანის პრეზიდენტობისას ― თავდაცვის მინისტრი. უინსტონ ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომში, მარშალს, ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ „გამარჯვების ორგანიზატორი“ უწოდა, მაგრამ ჯორჯმა იუარა წოდება და აღნიშნული დიდება მის წინამორბედს, ხოლო შემდეგში ამერიკის პრეზიდენტ ― დუაიტ ეიზენჰაუერს ერგო წილად. ომის შემდეგ, როგორც სახელმწიფო მდივანმა, მარშალმა მხარი დაუჭირა აშშ-ის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვალდებულებას ― ომისშემდგომი ევროპის აღდგენისათვის, მათ შორის საკუთარი გეგმის ჩათვლით, რომელიც მარშალის სახელს ატარებდა.