ჰაროლდ პინტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაროლდ პინტერი (ინგლ. Harold Pinter; დ. 10 ოქტომბერი, 1930, ლონდონი — გ. 24 დეკემბერი, 2008) — ინგლისელი დრამატურგი, პოეტი, რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. 2005 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. პინტერი ბრისტოლის უნივერსიტეტში სწავლობდა დრამას.
პინტერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი დრამატურგია, რომლის მწერლობის კარიერა 50 წელზე მეტს მოიცავს. მისი ყველაზე ცნობილი პიესების სათავეშია: „დაბადების დღე“ (1957), „შინ დაბრუნება“ (1964) და „ღალატი“ (1978), თითოეული მათგანი ადაპტირებულია ეკრანზე. ეკრანიზებულია მისი სხვა პიესებიც: „მსახური“ (1963), „გადასასვლელი“ (1971), „ფრანგი ლეიტენანტის ქალი“ (1981), „სასამართლო“ (1993) და „Sleuth“ (2007).
პინტერი დაიბადა და გაიზარდა ჰაკნიში, აღმოსავლეთ ლონდონში. სწავლობდა „ჰაკნის სკოლაში“, იგი თამაშობდა კრიკეტს, მონაწილეობდა სკოლის სპექტაკლებში და წერდა ლექსებს. სწავლა ლონდონში დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში დაოწყო, თუმცა კურსის დამთავრებამდე შეწყვიტა აქ სწავლა. შემდგომ სწავლობდა „მეტყველებისა და დრამის ცენტრალურ სკოლაში“, ამის პარალელურად მუშაობდა თეატრში, ირლანდიასა და ინგლისში. 1956 წელს დაქორწინდა ინგლისელ მსახიობზე ვივიენ მერჩანტზე, რომელთანაც 1958 წელს მას ვაჟი, დენიელი ეყოლა. ისინი 1975 წელს დაშორდნენ, ჰაროლდი 1980 წელს ბრიტანელ მწერალზე ლედი ანტონია ფრასტერზე დაქორწინდა.
პინტერმა პირველი პიესა „ოთახი“ 1957 წელს დაწერა, სწორედ აქედან იწყება მისი კარიერა დრამტურგიაში. მისი მეორე პიესა „დაბადების დღე“ რომელიც 8 დადგმული სპექტაკლის შემდეგ დაიხურა, ინგლისელმა კრიტიკოსმა და ავოტრმა ჰაროლდ ჰობსონმა ენთუზიაზმით შეამოწმა. მისი პირვანდელი ნამუშევრები კრიტიკოსებმა შეაფასეს როგორც „კომედიის მუქარა“. მისი ისეთი პიესები როგორიცაა: „არავის მიწა“ (1975) და „ღალატი“ (1978) მოგვიანებით საქვეყნოდ ცნობილი გახდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული თავვისავე ნამუშევრებში, როგორც ფილმებში ასევე რადიოში. პინტერს ასევე სხვა მწერლების ნაშრომების დადგმებშიც აქვს როლი მორგებული. მას სცენისთვის, თეატრისა და ფილმისთვის მთლიანობაში 50-მდე პიესა აქვს შედგენილი. სიცოცხლის განმავლობაში 50-მდე პრიზი და ნომინაცია აქვს აღებული, მათ შორისაა: ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში (2005) და „Légion d'honneur“ (2007).
პინტერის ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2001 წლის დეკემბერში „ეზოფაგენური კიბოს“ დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა მან მაინც განაგრძო სცენაზე თამაში. მისი ბოლო ტიტულოვანი როლი სამუელ ბეკეტის პიესაში „Krapp's Last Tape“-ში ითამაშა, რომელიც განკუთვნილი იყო „სამეფო სასამართო თეატრის“ 50-ე სეზონისთვის (ოქტომბერი, 2006). ჰაროლდ პინტერი 2008 წლის 24 დეკემბერს ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა.