ჰუები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰუები (ჩინ.: 回族, ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია: خُوِذُو, დუნგანური:Хуэйзў, Xuejzw) — აღმოსავლეთ აზიის ეთნორელიგიური ჯგუფი რომელიც შედგება ჩინურად მოსაუბრე ისლამის მიმდევრებისგან, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში და ჭონგიუენის რეგიონში. 2011 წლის აღწერით ჩინეთში დაახლოებით 10.5 მილიონი ჰუი ცხოვრობს. ჰუები უმეტესად ისლამის მიმდევრები არიათ, თუმცა არსებობს სხვა რელიგიების მიმდევარი მცირე ჯგუფებიც. ყირგიზეთსა და ყაზახეთში მცხოვრები 110 000 დუნგანიც ჰუების ეთნოსის ნაწილად მიიჩნევა.
ჰუები | |
---|---|
ორი ჰუი ქალი და მამაკაცი ტრადიციული ტანისამოსით | |
საერთო მოსახლეობა | |
10,586,087 (2011 წლის აღწერით) | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია, მიანმარი, ტაილანდი | |
ენები | ჩინური, დუნგანური და სხვა სინიტური ენები |
რელიგიები | ძირითადად სუნიზმი[1][2][3] |
ისლამური წეს-ჩვეულებებით ჩამოყალიბებულ მათ კულტურას ისლამურ კულტურასთან მჭიდრო კავშირი აქვს. მაგალითად, როგორც მუსლიმები ისენი იცავენ კვების ისლამურ წესს და არ ჭამენ ჩინეთში ყველაზე ხშირად გამოყენებად ღორის ხორცს. მათ განვითარებული აქვთ ჩინური სამზარეულოს თავისებური ვარიანტი. მათი ჩაცმულობაც განსხვავდება ტრადიციული ჩინური ტანისამოსისგან, სხვა ისლამური კულტურების მსგავსად მამაკაცები ატარებენ არახჩინს ხოლო ქალები თავსაბურავს.
ჰუები არიან ჩინეთის მიერ აღიარებული 56 ეთნიკური ჯგუფიდან ერთ-ერთი. მთავრობის განმარტებით ჰუები არიან ყველა ის ისტორიულად მუსლიმი ჩინელები რომლებიც არ შედიან ჩინეთის სხვა რომელიმე ეთნიკურ ჯგუფში. ისინი განსხვავდებიან სხვა ისეთი მუსლიმი ჯგუფებისგან როგორიცაა მაგალითად უიღურები. ჰუები ძირითადად ჩინურად საუბრობენ, თუმცა ხმარებაში შემორჩენილი აქვთ გარკვეული არაბული და სპარსული ფრაზები. ჰუები არიან უნიკალური ეთნიკური ჯგუფი ჩინეთში რადგან მათი ენა არ ასოცირდება არა-სინიტური ენის ჯგუფთან.
ჰუები კონცენტრირებული არიან ჩრდილო-დასავლეთ შინეთში (ნინსია-ხუეი, განსუ, ცინხაი, სინძიანი), თუმცა ასევე არის თემები სხვა რეგიონებშიც. მაგალითად: მანჯურია, პეკინი, სიანი, შიდა მონღოლეთი, ხებეი, ხაინანი და იუნანი.