რელიგია
From Wikipedia, the free encyclopedia
რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი. რელიგია უნივერსალური მოვლენაა, რომელიც დამახასიათებელია ნებისმიერი ცივილიზაციისთვის. ის არსებობდა ისტორიის ყველა ეტაპზე. ისტორიაში არ დასტურდება ისეთი დრო, როდესაც არ არსებობდა ესა თუ ის რელიგია.
რელიგიას უბრალოდ რწმენისგან განსხვავდება შემდეგი ელემენტების არსებობით: 1. რელიგია გულისხმობს მორწმუნეთა ჯგუფის არსებობას. 2. რელიგია გულისხმობს საკრალურის, უჩვეულის, სასწაულის, ზებუნებრივის არსებობას. ის არ არის შეზღუდული ბუნების კანონებით. 3. რელიგია გულისხმობს რწმენათა ერთობლიობას – სარწმუნოებას. 4. რელიგიის აუცილებელი ელემენტია რიტუალების არსებობა. 5. რელიგიაგანსაზღვრავს ცხოვრების სწორ წესს მორწმუნისთვის.