ABC კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
ABC კუნძულები[1] ეწოდება არუბას, ბონეირს, კიურასაოს მათი ლათინური დასახელებების პირველი ასოების მიხედვით (Aruba, Bonaire, Curaçao). ისინი არიან კარიბებში, ქარპირა კუნძულების სამი უკიდურესი სამხრეთი კუნძული. მდებარეობენ ვენესუელას (ფალკონის შტატი) ჩრდილოეთით. განლაგებული არიან დასავლეთიდან აღმოსავლეთით შემდეგი თანმიმდევრობით: არუბა, კიურასაო, ბონეირი.
სწრაფი ფაქტები გეოგრაფია, მდებარეობა ...
მშობ. სახელი: ABC-eilanden | |
---|---|
ABC კუნძულები | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | კარიბის ზღვა |
კოორდინატები | 12°10′ ჩ. გ. 69°00′ დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 3 |
მთავარი კუნძული | არუბა, ბონეირი, კიურასაო |
ფართობი | 931 კმ² (2) |
ნიდერლანდების სამეფო | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 258 949 (2009) |
დახურვა
სამივე კუნძული შედის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში, თუმცა არ არიან ევროპის კავშირის წევრი. არუბას და კიურასაოს ნიდერლანდების სამეფოში აქვთ დამფუძნებელი თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი, ხოლო ბონეირი არის ნიდერლანდების სპეციალური მუნიციპალიტეტი (ოფიციალურად საჯარო ორგანო).