Are You Experienced
From Wikipedia, the free encyclopedia
Are You Experienced — ინგლისურ-ამერიკული როკ-ჯგუფ The Jimi Hendrix Experience-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1967 წელს და უმალვე კომერციული და კრიტიკული წარმატება ჰქონდა. იგი ითვლება როკ-მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო სადებიუტო ალბომად. აღსანიშნავია ჯგუფის წამყვანი გიტარისტის, ჯიმი ჰენდრიქსის სიმღერების შექმნისადმი და ელექტრონული გიტარის ჟღერადობისადმი ნოვატორული მიდგომა, რომელმაც ჩამოაყალიბა ახალი მიმდინარეობდა ფსიქოდელიურ მუსიკაში და მძიმე როკში.
Are You Experienced | ||||
---|---|---|---|---|
ბრიტანული გამოცემის გარეკანი | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 12 მაისი, 1967 (1967-05-12) | |||
ჩაიწერა | 23 ოქტომბერი, 1966 – 4 აპრილი, 1967 | |||
სტუდია | De Lane Lea, CBS და Olympic Studios, ლონდონი | |||
ჟანრი | როკი, ფსიქოდელიური როკი, მძიმე როკი, ბლუზი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ეისიდ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 40:12 | |||
ლეიბლი | Track | |||
პროდიუსერი | ჩეს ჩენდლერი | |||
The Jimi Hendrix Experience — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა |
Retrospective reviews | |
---|---|
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
Blender | [2] |
Down Beat | [3] |
Encyclopedia of Popular Music | [4] |
PopMatters | 10/10[5] |
Q | [6] |
The Rolling Stone Album Guide | [7] |
1966 წლის შუა პერიოდისთვის ჰენდრიქსისთვის რიტმ-ენდ-ბლუზის სფეროში მხარდამჭერი გიტარისტის სახით გამოსვლა შემოსავლის წყარო არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც უამბეს ჩეს ჩენდლერზე, რომელმაც The Animals დატოვა და დაინტერესებული იყო შემსრულებლების მენეჯმენტით და პროდიუსერობით, ჰენდრიქსმა მასთან და The Animals-ის ყოფილ მენეჯერ მაიკლ ჯეფერისთან კონტრაქტი გააფორმა. ოქტომბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც Decca Records-ისგან უარი მიიღო, The Experience-მა კონტრაქტი Track-თან გააფორმა, ახალ ლეიბლთან, რომელსაც მართავდნენ The Who-ს მენეჯერები კიტ ლამბერტი და კრის სტემპი.
Are You Experienced და სინგლები, რომლებიც მანამდე გამოიცა, ჩაიწერა ხუთთვიან პერიოდში, 1966 წლის ოქტომბრიდან 1967 წლის აპრილამდე. ალბომი დაასრულეს 16 სესიის განმავლობაში, ლონდონის სტუდიებში De Lane Lea Studios, CBS და Olympic. იგი გაერთიანებულ სამეფოში გამოვიდა 1967 წლის 12 მაისს და ჩარტში 33 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, მეორე პოზიციაზე მოხვედრით. აშშ-ში დისკი 23 აგვისტოს, Reprise Records-ზე გამოვიდა და Billboard 200-ის მეხუთე პოზიციამდე ავიდა. ჩარტში იგი 106 კვირის განმავლობაში დარჩა, აქედან 27 კვირა საუკეთესო 40-ეულში გაატარა. აშშ ვერსიაში მოხვდა ჰენდრიქსის კარგად ცნობილი სიმღერები, მათ შორის - The Experience-ის პირველი სამი სინგლი, ბრიტანული გამოცემიდან ამოღებული, მაგრამ ბრიტანეთში პოპულარული „Purple Haze“, „Hey Joe“ და „The Wind Cries Mary“.
2005 წელს Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში ალბომმა #15 პოზიცია დაიკავა. ამავე გამოცემის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის“ სიაში ჯგუფის სიმღერებმა შემდეგი ადგილები გაინაწილეს - „Purple Haze“ (17), „Foxy Lady“ (153), „Hey Joe“ (201) და „The Wind Cries Mary“ (379). იმავე წელს Are You Experienced მოხვდა კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ არჩეული 50 საუკეთესო ალბომის სიაში, კულტურული მნიშვნელობის საფუძველზე და შეტანილი იქნა ეროვნული ჩანაწერების რეესტრში. რუბენ ჯექსონი, მწერალი და არქივარიუსი (ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი) წერდა: „იგი კვლავ აღსანიშნავი ალბომია, მასში აღრეული როკით, რიტმ-ენდ-ბლუზით, ბლუზით ...მუსიკალური ტრადიციით. მან შეცვალა მუსიკის სინტაქსი ...ჩემი აზრით, ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“.“[8]