BGM-109 Tomahawk
From Wikipedia, the free encyclopedia
BGM-109 Tomahawk (ინგლ. ტომაჰავკი) — სახმელეთო შეტევის, შორი მოქმედების, ბგერამდელი ამერიკული ფრთოსანი რაკეტების ოჯახი. ძირითადად გამოიყენება აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გემების და წყალქვეშა ნავების პლატფორმებიდან სახმელეთო იერიშებისთვის. დაპროექტებულია კომპანია General Dynamics-ის მიერ 1970 წლებში და თავდაპირველის გემით წარმოადგენდა საშუალო-შორი მოქმედების, დაბალ სიმაღლეზე მფრენ რაკეტას, რომლის გაშვებაც განხორციელდებოდა სახმელეთო პლატფორმიდან. დროთა განმავლობაში „ტომაჰავკმა“ მრავალი განახლება და მოდიფიკაცია განიცადა, აღიჭურვა ზუსტი ნავიგაციის მართვის სისტემებით. ამჟამად იწარმოება Raytheon-ის მიერ.[2] 2016 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეიძინა 202.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Tomahawk Block IV მოდიფიკაციის 149 რაკეტა.[1]
BGM-109 Tomahawk | |
---|---|
Tomahawk Block IV საცდელი ფრენისას | |
ტიპი | შორი მოქმედების, ბგერამდელი, ფრთოსანი რაკეტა |
წარმომავლობის ქვეყანა | აშშ |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია | 1983 – დღემდე |
იყენებენ |
აშშ-ის საზღვაო ძალები სამეფო საზღვაო ძალები |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | General Dynamics |
მწარმოებელი |
General Dynamics (თავდაპირველად) Raytheon |
ეგზემპლარის ღირებულება | 1.87 მილიონი აშშ დოლარი (Block IV)[1] |
მახასიათებლები | |
წონა |
ამაჩქარებლის გარეშე: 1,300 კგ, ამაჩქარებლიანად: 1,600 კგ |
სიგრძე |
ამაჩქარებლის გარეშე:556 მ, ამაჩქარებლიანად: 625 მ |
დიამეტრი | 52 მმ |
| |
დეტონაციის მექანიზმი |
FMU-148 (Block III-დან მოყოლებული), სხვა მექანიზმები სპეციალური დანიშნულებით |
რაკეტა ატარებს ამერიკის მკვიდრი ინდიელების საბრძოლო სატყორცნი ნაჯახის სახელს.