Fallout
ვიდეო თამაშების სერია / From Wikipedia, the free encyclopedia
Fallout — პოსტაპოკალიფტური როლური ვიდეო თამაშის სერია, გამოშვებული Interplay Entertainment-სა და Bethesda Softworks-ის მიერ. თამაშში მოქმედება ვითარდება შორეულ მომავალში, აშშ-ის ტერიტორიაზე, ატომური აფეთქების შემდეგ, სადაც მსოფლიო გადაქცეულია რადიოაქტიურ უდაბნოდ და სუფევს ანარქია. Fallout-ის სერია განსხვავდება რეტროფუტურისტული ხასითის სტილით, რომელიც შთაგონებულია 1950-ანი წლების მასობრივი კულტურით. თამაშის ძირითადი სერია თავისთავში მოიცავს Action RPG ჟანრს და ღია სამყაროს ელემენტებს, რომლებიც მოთამაშეეს სთავაზობენ სრულიად თავისუფლად გამოიკვლიონ მრავალფეროვანი სამყარო და გადალახონ სხვადასხვა დაბრკოლებები.
Fallout სერიის ლოგო | |
ჟანრები |
როლური თამაში (1997-2001) მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში (2004-დან მოყოლებული) |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი |
Interplay Entertainment Black Isle Studios Micro Forté Studios Bethesda Game Studios Obsidian Entertainment |
გამომცემელი |
Interplay Entertainment Bethesda Softworks |
პლატფორმები |
DOS Microsoft Windows Mac OS Mac OS X PlayStation 2 PlayStation 3 PlayStation 4 Xbox Xbox 360 Xbox One Cloud (OnLive) iOS Android |
თავდაპირველი პლატფორმა | DOS, Windows, Mac OS |
პირველი გამოცემა |
Fallout 30 სექტემბერი, 1997 |
ბოლო გამოცემა |
Fallout 4 10 ნოემბერი, 2015 |
ოფიციალური საიტი | ოფიციალური საიტი |
პირველი ორი სერია თამაშიდან Fallout და Fallout 2 შექმნილი იქნა Black Isle Studios მიერ. 2004 წელს Interplay Entertainment-მა დახურა Black Isle Studios[1] და გააგრძელა მოქმედებითი თამაშების წარმოება RPG-ის ელემენტებით PlayStation 2-სა და Xbox-თვის. 2008 წელს, Bethesda Softworks-მა გამოსცა რიგით მესამე ნაწილი სერიიდან Fallout 3. რასაც მოჰყვა Obsidian Entertainment-ისმიერ მომდევნო ნაწილის Fallout: New Vegas-ის გამოცემა 2010 წელს. 2015 წლის 3 ივნისს დაანონსდა მომდევნო ნაწილი Fallout 4, რომელიც 2015 წლის 10 ნოემბერს ვამოვიდა.
დღესდღეობით, Bethesda Softworks ფლობს თამაშის წარმოების ყველა უფლებას [2]. მას შემდეგმ რაც Bethesda შეიძენს ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას, იგი მიიღებს ლიცენზიას შექმნას მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაშის (ინგლ. (MMORPG) Fallout-ის სერიიდან. ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა Bethesda Softworks-სა და Interplay Entertainment შორის. თუმცა აღნიშნული საქმე გადაწყდა Bethesda სასარგებლოდ.[3][4]