Halicephalobus mephisto
From Wikipedia, the free encyclopedia
Halicephalobus mephisto — გაეტან ბორგონისა და ტალის ონსტოტის მიერ 2011 წელს აღმოჩენილი ნემატოდების სახეობა. აღნიშნული ნემატოდი გამოავლინეს „ბეატრიქსისა“ და „დრიფონტეინის“ შახტებში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)[1], ოქროს მოპოვების დროს ერთ-ერთ მადანში, 0.9 კმ, 1.3 კმ და 3.6 კმ სიღრმეებზე[2]. ჭიების სიგრძე შეადგენს 0,52—0,56 მმ-ს[3][4].
Halicephalobus mephisto | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Halicephalobus mephisto Borgonie & Onstott, 2011 | |||||||||
|
ჭიები ბინადრობდნენ მცირეოდენ შეგუბებულ წყლებში, რომლის ტემპერატურა დაახლოებით 48°C შეადგენდა. ტალის ონსტოტმა აღნიშნა, რომ ძლიერ შეშფოთდა, როდესაც დაინახა ამ ჭიების მოძრაობა და განმარტა, რომ ისინი გამოიყურებოდნენ მოშავოდ, მომცროდ და მარდად[5]. ნემატოდების ამ სახეობის აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმით, რომ 2011 წლამდე არც ერთი სხვა მრავალუჯრედიანი ორგანიზმი დედამიწის ზედაპირიდან არ ყოფილა შემჩნეული ამხელა სიღრმეზე (2 კილომეტრზე და მეტი)[6].
Halicephalobus mephisto მაღალი ტემპერატურის მიმართ მყარია, გამრავლება უსქესო აქვთ, იკვებება მიწისქვეშა ბაქტერიებით. რადიონახშირბადის ანალიზის შედეგად მიწისქვეშა წყლების ასაკი, რომელშიაც აღნიშნული ჭიები ცხოვრობდნენ, შეადგენდა 3-დან 12 ათას წელს[2].
Halicephalobus mephisto-ს სიცოცხლისადმი ჰქონდათ მიდრეკილება ასევე ისეთ წყალში, სადაც ნახშირბადის ექსტრემალური დონე დაბალი იყო[5].
ნემატოდების ამ სახეობამ სახელწოდება მიიღო მეფისტოფელიდან გამომდინარე[5], რომელიც თქმულებაში ცნობილია როგორც ბოროტმექმედი სული, ე.ი. ბნელეთში მობინადრე[2].
ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში Nature - Halicephalobus mephisto შეყვანილ იქნა როგორც დედამიწაზე ყველაზე ღრმად მობინადრე მრავალუჯრედიანი ორგანიზმი[2].