Id Software
From Wikipedia, the free encyclopedia
id Software — ამერიკული ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანია, რომელიც მდებარეობს რიჩარდსონში, ტეხასში. კომპანია დაფუძნებული იქნა 1991 წელს კომპანია Softdisk-ის 4 წევრის ჯონ კარმაკის, ჯონ რომეროს, ტომ ჰოლის, ადრიან კარმაკისა და ბიზნესმენ ჯეი უილბერის მიერ[2].
ტიპი | შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი |
ინტერაქტიული გართობა ვიდეო თამაშები |
დაფუძნდა | 1 თებერვალი, 1991 |
დამაარსებელი |
ჯონ კარმაკი ადრიან კარმაკი ტომ ჰოლი ჯონ რომერო |
სათავო ოფისი | რიჩარდსონი, ტეხასი, აშშ |
მმართველი |
ტიმ უილიტსი (სტუდიის დირექტორი) |
პროდუქცია |
Wolfenstein (1992-) Doom (1993–) Quake (1996–) Rage (2011) |
მფლობელი | ZeniMax Media |
თანამშრომელი | 200 (2011)[1] |
საიტი | idsoftware.com |
id Software-მა შეიმუშავა უამრავი ტექნოლოგიური ინოვაციები ვიდეო თამაშების განხრით PC პლატფორმისთვის (კერძოდ windows-სა და MS-DOS-ისთვის). ასევე მათ შექმნეს ისეთი ცნობილი თამაშების ფრენჩაიზები, როგორებიც არის Wolfenstein, Doom და Quake.
კომპანია, ასევე ჩართული იყო პირველი პირის მსროლელის ჟანრის თამაშების შექმნაში. Wolfenstein 3D ითვლება პირველ FPS ჟანრის თამაშად, Doom-მა პოპულარიზაცია გაუწია აღნიშნულ ჟანრს, ხოლო რაც შეეხება Quake-ს, ის არის პირველი შუტერი, რომელსაც გააჩნდა მრავალმოთამაშიანი ონლაინ რეჟიმი.
2009 წლის 24 ივნისს კომპანია შეიძინა ZeniMax-მა.