Iron Butterfly
From Wikipedia, the free encyclopedia
Iron Butterfly — ამერიკული როკჯგუფი. ჩამოყალიბდა სან-დიეგოში (კალიფორნია), 1966 წელს. ყველაზე მეტად ცნობილია 1968 წლის ჰიტით „In-A-Gadda-Da-Vida“. ჰიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია დრამატული ჟღერადობა, რომელმაც განვითარების გზა გაუკვალა მძიმე როკსა და მძიმე მეტალს. ჯგუფის განსაკუთრებული პოპულარობის პერიოდი 1960-იანი წლების ბოლო იყო. წლების განმავლობაში რამდენჯერმე თავიდან ჩამოყალიბდა, შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა. 1975 წლიდან ჯგუფს ახალი ჩანაწერი აღარ გამოუშვია.
Iron Butterfly | |
---|---|
ჯგუფის კლასიკური შემადგენლობა 1969 წელს: მარცხნიდან მარჯვნივ: დან ინგლი (ორგანი, წამყვანი ვოკალი), რონ ბუში (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია), ლი დორმენი (ბასი, ბეკ-ვოკალი), ერიკ ბრემნი (გიტარები, ვოკალები) | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | სან-დიეგო, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური |
|
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები |
ერიკ ბარნეტი მარტინ გერშვიცი დეივ მეროსი ბერნი პერში |
ყოფილი წევრები | იხ. ყოფილი წევრები |
საიტი | ironbutterfly.com |
Iron Butterfly ვიკისაწყობში |
მეორე ალბომი, In-A-Gadda-Da-Vida (1968), რჩება ჯგუფის ბესტსელერად. Iron Butterfly იყო პირველი ჯგუფი, რომელმაც მიიღო In-House პლატინის ალბომის ჯილდო Atlantic Records-ისგან.[5] როკჯგუფის მუსიკამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო მასშტაბების როკსცენებსა და მრავალ ისეთ ჯგუფზე, როგორიცაა Black Sabbath, AC/DC, Rush, ელის კუპერი, Mountain, Uriah Heep, Soundgarden, Stone Temple Pilots, სლეიერი და Queens of the Stone Age.[6]