KFC
ამერიკული სწრაფი კვების ქსელი / From Wikipedia, the free encyclopedia
„ქეი ეფ სი“ (KFC, სრული სახელი Kentucky Fried Chicken[1] [ითარგმნება როგორც: კენტუკის შემწვარი ქათამი]) — ამერიკული სწრაფი კვების რესტორანთა ქსელი, სათაო ოფისი მდებარეობს ლუისვილში, კენტუკში. სწრაფი კვების ობიექტი სახელგანთქმულია შემწვარი ხორცით. ეს არის მსოფლიოში სიდიდით მეორე რესტორნების ქსელი გაყიდვების მიხედვით, მაკდონალდსის შემდეგ. 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოს 150 ქვეყანაში ქეი ეფ სის 22 621 რესტორანი მდებარეობს.[2] ქსელი იამ ბრენდის (Yum! Brands) შვილობილი კომპანიაა. სწორედ ამ ბრენდს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ქსელები, როგორებიცაა Taco Bell, Pizza Hut და WingStreet.[3]