MachineGames
შვედური ვიდეო თამაშების მწარმოებელი / From Wikipedia, the free encyclopedia
MachineGames (კორპორაციული სახელი MachineGames Sweden AB) — შვედური ვიდეო თამაშების შექმნელი კომპანია, რომელიც დაფუძნებული იქნა 2009 წელს, ქალაქ უფსალაში, ფრედრიკ იუნგდალის, იერკ გუსტაფსონის, იენს მათისის, ჩელემ ემანუელსონისა და მაიკლ უინის მიერ, რომლებიც იყვნენ კომპანია Starbreeze Studios წამყვანი თანამშრომლები. ამ კოლექტივმა წარსშულში შექმნა ისეთი თამაშები, როგორებიც არის „The Chronicles of Riddick: Escape from Butcher Bay“ (2004) და „The Darkness“ (2007).[2]
ტიპი | შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი | |
დაფუძნდა | 2009; 15 წლის წინ (2009) |
სათავო ოფისი | უფსალა, შვედეთი |
პროდუქცია | „Wolfenstein“ (2014-) |
მფლობელი | ZeniMax Media |
თანამშრომელი | 50-60[1] |
საიტი | machinegames.com |
2010 წლის ნოემბერში MachineGames შეიძინა Bethesda Softworks-მა, რომელიც არის ZeniMax Media-ს შვილობილი კომპანია.[3] 2014 წელს MachineGames-მა შექმნა თამაში „Wolfenstein: The New Order“, სადაც გამოყენებულია id Tech 5 თამაშის ძრავა.[4], ხოლო 2017 წელს მისი პირდაპირი გაგრძელება „Wolfenstein II: The New Colossus“.