Mitsubishi
From Wikipedia, the free encyclopedia
Mitsubishi Group (იაპონ. 三菱グループ მიცუბიში გურუპუ?, აგრეთვე ცნობილია, როგორც Mitsubishi Group of Companies ან Mitsubishi Companies, არაოფიციალურად Mitsubishi Keiretsu) — იაპონური მრავალნაციონალური კომპანიების ავტონომიური ჯგუფი[1]. კომპანიები მოიცავენ Mitsubishi-ს ბრენდის, სავაჭრონიშნისა და მემკვიდრეობის გამზიარებელი ბიზნესების მთელ რიგს.
Mitsubishi-ს კომპანიების ჯგუფი წარმოადგენს თავისუფალ იურიდიულ პირს, Mitsubishi Keiretsu-ს, რომელიც ხშირად მოიხსენიება იაპონური და აშშ-ის მედიის ოფიციალურ შეტყობინებებში; ყველა ეს კომპანია ზოგადად წარმოადგენს იმავე სახელწოდების მქონე Zaibatsu-ს. „ტოპ“ 25 კომპანია ასევე Mitsubishi Kinyokai-ს ან „პარასკევის კლუბი“-ს წევრიცაა, რომელნიც შეხვედრებს ყოველთვიურად ატარებენ. დამატებით Mitsubishi.com-ის კომიტეტს ევალება Mitsubishi-ს ბრენდის კომუნიკაციისა და ხელმისაწვდომობის გაიოლება ოფიციალური საიტის მეშვეობით[2].