Still Loving You
From Wikipedia, the free encyclopedia
Still Loving You — გერმანული როკ ჯგუფ სკორპიონსის სიმღერა და სინგლი 1984 წლის ალბომიდან Love at First Sting. ეს იყო მეორე სინგლი ალბომიდან. მან მიაღწია სამოცდამეოთხე ადგილს ბილბორდის ცხელ ასეულში. სიმღერა მსმენელთა ფართო წრეებში აღიარებულია სკორპიონსის საუკეთესო სიმღერად მიუხედავად იმისა, რომ იგი მანამდე გამოშვებული და მეტად პოპულარული სინგლის Rock You Like a Hurricane ჩრდილში დგას. სინგლის 1.7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მხოლოდ საფრანგეთში. მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა დალაში, ტეხასი, Reunion Arena-ზე, და გამოშვებული იქნა 1984 წლის ივლისშივე[1]
სწრაფი ფაქტები სინგლი — სკორპიონსი, ალბომიდან Love at First Sting ...
„Still Loving You“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — სკორპიონსი | ||||
ალბომიდან Love at First Sting | ||||
B-მხარე | Holiday | |||
გამოსვლის თარიღი | ივლისი, 1984 | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა |
4:48 (სინგლის ვერსია) 6:27 (ალბომის ვერსია) 6:12 (1992 წლის რემიქსი) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Universal Music Group | |||
ავტორ(ებ)ი |
კლაუს მაინე, რუდოლფ შენკერი | |||
პროდიუსერი | დიტერ დირკსი | |||
სკორპიონსი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
დახურვა
ინტერვიუში Songfacts-თან, რუდოლფ შენკერი განმარტავს:
„ესაა ისტორია სასიყვარულო რომანის შესახებ, სადაც ისინი აღიარებენ, რომ შესაძლოა, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყოს, მაგრამ აქვთ კიდევ ერთხელ ცდის სურვილი.[2]“ | |