Sting in the Tail
From Wikipedia, the free encyclopedia
Sting in the Tail — გერმანული მძიმე მეტალ ჯგუფ სკორპიონსის მეჩვიდმეტე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2010 წლის 19 მარტს ევროპაში (14 მარტს საბერძნეთში[6]), ხოლო 23 მარტს ჩრდილო ამერიკაში.[7] ეს ალბომი განიხილება როგორც ჯგუფის მიერ შექმნილი უკანასკნელი სტუდიური ალბომი.[8]
Sting in the Tail | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
14 მარტი, 2010 იხილეთ ასევე გამოშვების ისტორია | |||
ჩაიწერა | 2009 | |||
სტუდია |
Scorpio Sound Studio და Vocal Land Studio, გერმანია The Garage Studio და Atlantisstudion, სტოკჰოლმი, შვედეთი | |||
ჟანრი |
მძიმე როკი მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 47:20 | |||
ლეიბლი |
Sony/Columbia Seven One (ევროპა) New Door/UME (ჩრდილოეთი ამერიკა) RCA (იაპონია) | |||
პროდიუსერი |
მიკაელ „ნორდ“ ანდერსონი მარტინ ჰანსენი | |||
სკორპიონსი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Sting in the Tail | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
About.com | [1] |
AllMusic | [2] |
Blabbermouth.net | 8/10[3] |
Brave Words & Bloody Knuckles | 6.0/10[4] |
Rock Hard | 9.0/10[5] |
ინტერვიუში საიტთან Songfacts რუდოლფ შენკერმა განმარტა, თუ რას ისახავდა მიზნად მათი კლასიკური პერიოდის - 1980-იანი წლების ჟღერადობის განახლება. მისი განმარტებით:
ალბომი შეიცავს დუეტს ფინელ სიმფონიური მეტალისა და კლასიკური მუსიკის შემსრულებელ საოპერო მომღერალ ტარია ტურუნენთან, სიმღერაში The Good Die Young.[10]
ალბომის თავდაპირველი სახელწოდება იყო Humanity: Hour II, მაგრამ საბოლოოდ, Sting in the Tail-ის სახელწოდებით გამოვიდა.
ალბომის გამოცემის პირველივე კვირას აშშ-ში გაიყიდა მისი 18 500 ეგზემპლარი, რამაც ალბომი 23-ე ადგილზე მოახვედრა ბილბორდ 200-ში. გერმანიაში ალბომის დებიუტი შედგა მეორე პოზიციაზე პირველივე კვირას, თუმცა მეორე კვირას მან გადაინაცვლა მესამეზე ადგილზე. საფრანგეთში ალბომმა - მეთექვსმეტე, ხოლო საბერძნეთში პირველი ადგილი დაიკავა.[11] ალბომმა მიაღწია მეორე ადგილს ბილბორდის როკ ჩარტებში.