The Daily Telegraph
From Wikipedia, the free encyclopedia
„The Daily Telegraph“ — 1855 წელს დაარსებული ყოველკვირეული ბრიტანული გაზეთი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და მრავალტირაჟიანი გაზეთი დიდ ბრიტანეთში The Times-თან, The Guardian-თან და The Independent-თან ერთად. საშუალო ყოველდღიური ტირაჟი შეადგენს 600 ათას ეგზემპლარზე მეტს[1].
The Daily Telegraph | |
---|---|
ტიპი: | ყოველდღიური გაზეთი |
ფორმატი: | ფართეფორმატიანი |
მფლობელ(ებ)ი: | Telegraph Media Group |
რედაქტორი: | ტონი გალაჰერი |
დაარსდა: | 1855 |
პოლიტიკური ერთგულება: | ცენტრიზმი/კონსერვატიზმი |
ენა: | ინგლისური |
სათავო ოფისი: | 111 Buckingham Palace Road, London, SW1W 0DT |
პერიოდულობა: | 622 719[1] |
ISSN: | 0307-1235 |
საიტი: | telegraph.co.uk |
პირველი ნომერი გამოვიდა 1855 წლის 29 ივნისს, როგორც „The Daily Telegraph & Courier“. დააარსა პოლკოვნიკმა არტურ სლაიმ (ინგლ. Arthur B. Sleigh) ერთადერთი მიზნით — გაეკრიტიკებინა კემბრიჯის ჰერცოგი გეორგი, ბრიტანეთის ჯარის მომავალი მთავარსარდალი. რამდენიმე თვის შემდეგ გაზეთი გამოისყიდა გაზეთ The Sunday Times-ის გამომცემელმა ჯოზეფ მოუსეს ლევიმ (ინგლ. Joseph Moses Levy) და გადაწყვიტა შეექმნა ახალი იაფი გაზეთი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მკითხველთა ფართე წრისათვის. 1855 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა განახლებული „The Daily Telegraph & Courier“, (სახელწოდებას თანამედროვე შეკვეცილი სახე მიეცა 1856 წელს) როგორც „ყველაზე დიდი, ყველაზე საუკეთესო და ყველაზე იაფი გაზეთი მსოფლიოში“. ტირაჟის მიხედვით გაზეთი მაშინვე გახდა ლიდერი დიდ ბრიტანეთში.
1937 წლის ოქტომბერში გამომცემლობა გაერთიანდა Morning Post-თან (შეიქმნა 1772 წელს), დაერქვა „The Daily Telegraph & Morning Post“ და ამ სახელწოდებით გამოდიოდა 1969 წლამდე, რის შემდეგაც მას დაუბრუნდა ადრინდელი სახელწოდება.
1985 წლის ივნისში გაზეთის აქციების ნაწილი შეიძინა კანადელმა მედიამაგნატმა კონრად ბლეკმა, ხოლო 1986 წლის თებერვალში დაეუფლა საკონტროლო პაკეტს.
2004 წელს სასამართლო გარჩევების შემდეგ გაზეთი 665 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა ძმებ ბარკლაების კომპანიის ხელში[2] (რომლებიც ასევე აკონტროლებენ ამერიკულ Chicago Sun-Times-ს და ისრაელის Jerusalem Post-ს).