ავსტრიის გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრია არის პატარა, ძირითადად მთიანი ქვეყანა. გეოგრაფიულად მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მისი საერთო ფართობია 83 859 კმ², რაც დაახლოებით ორჯერ მეტია შვეიცარიის ფართობზე. ავსტრიას არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. ნაციონალური საზღვარი შვეიცარიასთან შეადგენს 164 კმ, ლიხტენშტაინთან - 35 კმ, გერმანიასთან - 784 კმ, ჩეხეთთან - 362 კმ, სლოვაკეთთან - 91 კმ, უნგრეთთან - 346 კმ, სლოვენიასთან - 311 კმ, იტალიასთან - 430, სულ - 2563 კმ.
ქვეყნის დასავლეთი ნაწილი წარმოადგენს ვიწრო კორიდორს გერმანიასა და იტალიას შორის. დანარჩენი ნაწილი მდებარეობს დასავლეთით. მაქსიმალური სიგანე - 280 კმ, სიგრძე - 600 კმ.
ავსტრია დაყოფილია 9 პროვინციად, ფედერალურ მხარედ. ამათგან შვიდი ისტორიული კუთხეა; ესენია: ზემო ავსტრია, ქვემო ავსტრია, შტირია, კარინტია, ზალცბურგი, ტიროლი და ფორარლბერგი. ბურგენლანდისა და ვენის ფედერალური მხარეები კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა.