ავღანეთის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
ავღანეთის ისლამური საამიროს დროშა (ურდუ د افغانستان بیرغ)(დარი. پرچم افغانستان) რომელიც ასევე გამოიყენება, როგორც თალიბანის დროშა, შედგება თეთრი ფონისგან, რომელზეც გამოსახულია შაჰადა შავ ფერში. იგი დამტკიცდა 2021 წლის 15 აგვისტოს, 2001-2021 წლების ომში თალიბანთა გამარჯვების შემდეგ.[2][3][4][5][6][7] 1919 წლის ანგლო-ავღანური ომის შემდეგ ავღანეთმა გამოიყენა დაახლოებით 19 ეროვნული დროშა, რომელთაგან თითქმის ყველაში შავი, წითელი და მწვანე ფერები იყო გამოყენებული.[8][9]
ავღანეთის ისლამური საამიროს დროშა | |
---|---|
მიღებულია | 15 აგვისტო, 2021 წელი |
პროპორცია | 1:2[1] |
კომპიუტერული დიზაინი |
დროშაზე გამოსახულია შაჰადა, დაწერილი ისლამური კალიგრაფიის ერთ-ერთი სახით - თულუთი |
საერთაშორისოდ აღიარებულ სამფეროვან დროშას, რომელიც კვლავ გამოიყენება საერთაშორისო დონეზე და ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ კამპანიებში, აქვს ვერტიკალური შავი, წითელი და მწვანე დანაყოფები. ცენტრში მას თეთრი ფერის ეროვნული ემბლემა აქვს, რომელიც გარშემორტყმულია ხორბლის თავებით, მოიცავს შაჰადას, ცენტრში კი განთავსებულია მეჩეთი, რომლის მინარეთებზეც ავღანეთის დროშებია აღმართული.
ავღანეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიტინგების დროს ჯალალაბადში და ავღანეთის სხვა ქალაქებში 2021 წლის 18-19 აგვისტოს თალიბანებმა მოკლეს სამი ადამიანი და დაჭრეს ათზე მეტი თალიბანთა დროშის მოხსნისა და სამფეროვანი დროშის აღმართვის გამო[10][11], 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლის თავზე კი მათ ქაბულში, პრეზიდენტის რეზიდენციაში აღმართეს თეთრი ფონის დროშა, აშშ-ის საწინააღმდეგოდ.[12] თალიბანებმა გამოსცეს მკაცრი ბრძანება, რომელიც მოითხოვს ისლამური საამიროს დროშის გამოყენებას ნებისმიერ გარემოში.