აიბონიტო (პუერტო-რიკო)
From Wikipedia, the free encyclopedia
აიბონიტო (ესპ. Aibonito) ― ქალაქი და მუნიციპალიტეტი პუერტო-რიკოში. მდებარეობს სიერა-დე-კაიეის ქედზე, სალინასის ჩრდილოეთით, ბარანკიტასისა და კომერიოს სამხრეთით, კოამოს აღმოსავლეთით, სიდრისა და კაიეის დასავლეთით. მოიცავს 8 ბარიოსა და აიბონიტო-პუებლოს (ქალაქის საქმიანი ნაწილი და ადმინისტრაციული ცენტრი). შედის სან-ხუანი-კაგვასი-გვაინაბოს მეტროპოლიტენური სტატისტიკური ტერიტორიის შემადგენლობაში.
სწრაფი ფაქტები დასახლებული პუნქტი, ქვეყანა ...
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
აიბონიტო ესპ. Aibonito | |||||
| |||||
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები | ||||
რეგიონი | პუერტო-რიკოპუერტო-რიკო | ||||
კოორდინატები | 18°08′24″ ჩ. გ. 66°15′58″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 13 მარტი, 1824 | ||||
ფართობი | 81.61 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 604 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 24 637 (1 აპრილი, 2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
საფოსტო ინდექსი | 00705 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.gobierno.pr/OCAM/DirectorioMunicipios/Aibonito.htm | ||||
დახურვა
აიბონიტო ზღვის დონიდან შედარებით მაღლა მდებარეობს (საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 732 მეტრის ტოლია), რის გამოც მუნიციპალიტეტის კლიმატი პუერტო-რიკოს ქალაქის უმრავლესობასთან შედარებით, გრილია.