ამანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამანი (არაბ. عَمّان) — იორდანიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს.[1] მისი მოსახლეობა 4 007 526 ადამიანს შეადგენს, ამიტომაც იგი მეხუთე ყველაზე დიდი ქალაქია ლევანტის რეგიონში და მეხუთე უდიდესი ქალაქია არაბულ სამყაროში.[2] ითვლება არაბული სამყაროს ერთ-ერთ განვითარებულ და ტურისტულ ქალაქად.[3][4]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ამანი عمان | |||||
| |||||
ქვეყანა | იორდანია | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 31°57′24″ ჩ. გ. 35°55′57″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ომარ ალმაანი | ||||
ფართობი | 1,680 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 773 მ | ||||
მოსახლეობა | 2,125,400 კაცი (2005) | ||||
სასაათო სარტყელი | აღმოსავლეთ ევროპული დრო | ||||
საფოსტო ინდექსი | 11110–17198 | ||||
ოფიციალური საიტი | ammancity.gov.jo | ||||
ამანის მუნიციპალიტეტის დებულების თანახმად, საცხოვრებელი კორპუსები მაქსიმუმ ოთხი სართულით შემოიფარგლება. გარედან შენობები დაფარულია სქელი თეთრი კირქვის ან ქვიშაქვის ფენით.[5] შენობებს, როგორც წესი, აქვს აივნები ყველა სართულზე, გარდა პირველი სართულისა, რომელსაც აქვს წინა და უკანა ეზო. სასტუმროები, კოშკები და კომერციული შენობები გარედაბ ქვით, პლასტმასით ან მინით არის დაფარული.[6] ამ მახასიათებლების გამო ქალაქში თითქმის ყველა შენობა თეთრი ფერისაა, რაც მის არქიტექტურულ სტილს გამორჩეულს ხდის.