ამერიკული ტბის კუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკული ტბის კუ (ლათ. Emys blandingii ან Emydoidea blandingii) — კუს სახეობა ჭაობის კუების ოჯახისა. გავრცელებულია აშშ-სა და კანადაში. დიდ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ამერიკულ ტბის კუზე არ მოქმედებს დაბერების პროცესი და შთამომავლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტოვებს.[1][2] მისი სხეულის სიგრძეა 18–27 სმ. კარაპაქსი ზეთისხილისფერია წვრილი ღია ლაქებით, პლასტრონი კი — ყვითელი. ბინადრობს მცირედ გამდინარე წყალსატევებში. ძირითადად იკვებება კიბოსნაირებითა და მწერებით, უმნიშვნელოდ — თევზითა და მცენარეებით. სქესობრივ სიმწიფეს 14–20 წლის ასაკში აღწევს. წყვილდებიან მარტიდან ოქტომბრამდე. დედალი დებს 6–12 კვერცხს, საიდანაც გამოჩეკილი კუები გაზაფხულამდე მიწის ქვეშ რჩებიან.[3] ცოცხლობენ 77 წელზე მეტს.[4] ამერიკული ტბის კუს ხორცი საჭმელად ვარგისია.
სწრაფი ფაქტები ამერიკული ტბის კუ, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ამერიკული ტბის კუ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Emydoidea blandingii (Holbrook, 1838) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 7709 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
დახურვა