ბათუმი
ქალაქი საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბათუმი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი[4] საქართველოში, არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. ბათუმი არის მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი საქართველოში, მსხვილი საერთაშორისო ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მნიშვნელოვანი სამრეწველო, კულტურული და ტურისტული ცენტრი საქართველოში.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბათუმი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბათუმი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ტერმინს „ბათუმი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბათუმი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბათუმი | |||||
ბათუმი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | ||||
კოორდინატები | 41°38′45″ ჩ. გ. 41°38′30″ ა. გ. | ||||
მერი | არჩილ ჩიქოვანი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1878 | ||||
ფართობი | 64,9[1] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 3 მ | ||||
მოსახლეობა | 152 839[2] კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 2355,0 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 93,4 % სომხები 3 % რუსები 1,9 % უკრაინელები 0,4 % ბერძნები 0,2 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6000–6099[3] | ||||
ოფიციალური საიტი | http://batumi.ge | ||||
დახურვა
ბათუმი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას, ზღვის დონიდან 3 მეტრზე, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით). 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 152 839 ადამიანი[2].