ბელგრადი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბელგრადი (სერბ. Београд, Beograd) — სერბეთის დედაქალაქი (2003-დღემდე). ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ევროპაში, დაფუძნდა ძვ. წ. III საუკუნეში კელტების მიერ, სანამ რომაელთა დასახლება (Singidunum) გახდებოდა. ამჟამინდელი სახელწოდება პირველად ნახსენებია 878 წლის წყაროში. ბელგრადი სერბეთის დედაქალაქი 1404 წლიდან, ხოლო იუგოსლავიისა კი 1918-1991 წლებში იყო.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბელგრადი Београд / Beograd | |||||
| |||||
ქვეყანა | სერბეთი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
ოლქი | ბელგრადიბელგრადის რაიონი|ბელგრადი | ||||
კოორდინატები | 44°49′14″ ჩ. გ. 20°27′44″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Alexander Šapić | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 269 | ||||
პირველი ხსენება | ძვ. წ. III საუკუნე | ||||
ფართობი | 3,222.68 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 117 მ | ||||
ოფიციალური ენა | სერბული ენა | ||||
მოსახლეობა | 1 711 800 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 488.42 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | (+381) 11 | ||||
საფოსტო ინდექსი | 11000 | ||||
საავტომობილო კოდი | BG | ||||
ოფიციალური საიტი | beograd.rs | ||||
ქალაქი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია. მას დაახლოებით ქვეყნის 3,6% უჭირავს და მასში სერბეთის მოსახლეობის 15,8% ცხოვრობს (23% კოსოვოს გამოკლებით). ასევე, ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის 31,2% ბელგრადში მუშაობს. ბელგრადი ქვეყნის კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრია. მასშია თავმოყრილი ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული მნიშვნელობის ინსტიტუტთა უდიდესი კონცენტრაცია.
ბელგრადს ცალკე ტერიტორიული სტატუსი აქვს სერბეთის სამხარეო სისტემაში და ჰყავს ავტონომიური საქალაქო მმართველობა. მისი ტერიტორია დაყოფილია 17 მუნიციპალიტეტად, რომელთაც ასევე საკუთარი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ჰყავთ. ბელგრადი ყოფილი იუგოსლავიის უდიდესი ქალაქი იყო და მოსახლეობის სიდიდით მეოთხეა ბალკანეთში სტამბოლის, ათენისა და ბუქარესტის შემდეგ.
ქალაქი მდებარეობს მდინარეების, სავასა და დუნაის შესაყართან ჩრდილო-ცენტრალურ სერბეთში, 44.83° N 20.50° E გადაკვეთაზე. ბელგრადის რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 1 711 800 ადამიანს (2007).