ბერგენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბერგენი (ნორვ. Bergen) — ფიულკე ჰორდალანის დედაქალაქი და ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქია. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, მიდტჰორლანის რეგიონში. იკავებს ბერგენის ნახევარკუნძულს და ზღვიდან დაცულია კუნძულებით: ასკეით, ჰოლსნეითა და სუტრით. ბერგენის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 18 კმ-ით არის დაშორებული.[1]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბერგენი Bergen | |||||
| |||||
ქვეყანა | ნორვეგია | ||||
რეგიონი | დასავლეთ ნორვეგიადასავლეთ ნორვეგია | ||||
ფიულკე | ჰორდალანდი | ||||
კოორდინატები | 60°23′22″ ჩ. გ. 5°19′48″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | გუნარ ბაკე | ||||
დაარსდა | 1070 | ||||
ფართობი | 465 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 5 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ნორვეგიული ენა | ||||
მოსახლეობა | 261,300 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 561.9 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 5003–5098 | ||||
ოფიციალური საიტი | bergen.kommune.no | ||||
დაარსდა დაახლოებით 1070 წელს. შუა საუკუნეებში იყო ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი. დაახლოებით 1350 წელს ჰანზის ვაჭრებმა ბერგენში დააარსეს თავიანთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ე. წ. „გერმანული ხიდი“ (Tyske bryggun) და XV საუკუნეში მთლიანად დაეუფლნენ ქალაქს. 1559 წელს ჰანზამ დაკარგა პრივილეგიები და 1630 წელს ბერგენი საბოლოოდ გადავიდა ნორვეგიელთა ხელში. 1755 წელს გაიყიდა ჰანზის უკანასკნელი ნაგებობები. 1940 წლის 9 აპრილიდან 1945 წლის 8 მაისამდე ბერგენი ოკუპირებული იყო ნაცისტური გერმანიის მიერ.[2]
1299 წლამდე ნორვეგიის დედაქალაქი, ხოლო 1830 წლამდე კი ქვეყნის უდიდესი ქალაქი იყო. დღესდღეობით ქალაქი უმსხვილესი საპორტო და ნავთობსამრეწველო ცენტრია. ქალაქში არის უნივერსიტეტი. ბერგენის შუასაუკუნეების დროინდელი სანაპირო ზოლი იუნესკოს მსოფლიო ფონდის მემკვიდრეობის ნაწილია. 2000 წელს ბერგენი ევროპის ერთ-ერთ კულტურულ დედაქალაქად დასახელდა.