ბიოტური მატერია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიოტური მატერია ან ბიოლოგიურად წარმოებული მატერია — ნებისმიერი მატერია, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალი ორგანიზმებისაგან. ასეთი მატერიების უმეტესობა შეიცავს ნახშირბადს და დაშლის უნარი აქვთ.
დედამიწაზე ყველაზე ადრეული სიცოცხლე სულ ცოტა 3,5 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა.[1][2][3] სიცოცხლის უფრო ადრეული ფიზიკური მტკიცებულებები მოიცავს 3,7 მილიარდი წლის მეტასედიმენტურ კლდეებში (გრენლანდიაში) აღმოჩენილ გრაფიტს (ბიოგენური სუბსტანცია),[4] ასევე „ბიოტური სიცოცხლის ნარჩენებს“, რომლებიც აღმოჩენილია 4,1 მილიარდი წლის კლდეებში დასავლეთ ავსტრალიაში.[5][6] დედამიწის ბიომრავალფეროვნება უწყვეტად ფართოვდებოდა, თუ მას მასობრივი გადაშენება არ შეაჩერებდა.[7] მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს მიაჩნიათ, ყველა სახეობის 99% (5 მილიარდზე მეტი),[8] რომელსაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე, გადაშენებულია,[9][10] დედამიწაზე მაინც 10-14 მილიონი სახეობა არსებობს,[11][12] რომელთაგან 1,2 მილიონის დოკუმენტაცია მოხერხდა და 86%-ზე მეტი ჯერ კიდევ აღუწერელია.[13]
ბიოტური მატერიის მაგალითებია: ხე, ლინოლეუმი, ჩალა, ჰუმუსი, ნაკელი, ქერქი, ნედლი ზეთი, ბამბა, ობობის აბრეშუმი, ძვალი და სხვა.