ბოლესლავ IV
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანი (პოლ. Bolesław IV Kędzierzawy; დ. 1120/1121 — გ. 5 იანვარი, 1173) — პოლონეთის მთავარი, პიასტების დინასტიის წარმომადგენელი.
ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანი | |
---|---|
Bolesław IV Kędzierzawy | |
ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანი | |
პოლონეთი, პოლონეთის მთავარი (პრინცეპსი) | |
მმართ. დასაწყისი: | 1146 |
მმართ. დასასრული: | 1173 |
წინამორბედი: | ვლადისლავ II ლტოლვილი |
მემკვიდრე: | მიეშკო III ხუცესი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1120 ან 1121 |
გარდ. თარიღი: | 5 იანვარი, 1173 |
გარდ. ადგილი: | პოლონეთი |
მეუღლე: | 1. ვერშესლავა, 2. მარია |
შვილები: | იხ. ქვემოთ |
დინასტია: | პიასტები |
მამა: | ბოლესლავ II |
დედა: | სალომეა ფონ ბერგ-შელკინგენი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბოლესლავ III-სა და სალომეა ფონ ბერგ-შელკლიგენის ბერგის ჰერცოგის ქალიშვილის ვაჟიშვილი. დაქორწინებული იყო ნოვგოროდის მთავრის ქალიშვილზე ვერშესლავაზე, შეეძინათ ვაჟი ბოლესლავი, რომელიც მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა. ბოლესლავი ძალიან განიცდიდა მემკვიდრის გარდაცვალებას. შემდეგ დაქორწინდა მარიაზე, რომელმაც ასევე ვაჟი — ლეშეკი გაუჩინა, (ლეშეკ მაზოვიელი), და ქალიშვილი, რომელიც ცოლად გაყვა ერთ-ერთ რუს მთავარს.
ბოლესლავ IV მართავდა 1146–1173 წლებში. მან გააძევა თავისი ძმა ვლადისლავი და წარჩინებულთა დახმარებით ხელში ჩაიგდო ქვეყნის მმართველობა. მაგრამ გერმანიის იმპერატორმა ფრიდრიხ ბარბაროსამ აიძულა ძმისთვის დაეთმო სილეზია, რომელიც შეუერთდა გერმანიას.