ბრდაზორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრდაზორი (2014 წლამდე — ბურდაძორი[2]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხოჯორნის თემში.[1] მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბურდაძორზე (დებედის აუზი). ზღვის დონიდან 760 მ სიმაღლეზე. ქალაქ მარნეულიდან დაშორებულია 45 კილომეტრით, სადახლოდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6 კილომეტრით.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ბრდაზორი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლიქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხოჯორნი |
კოორდინატები | 41°12′35″ ჩ. გ. 44°43′44″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 760 მ |
მოსახლეობა | 38[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 97 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
ბურდაძორში ნაპოვნია V-VI სს. ქვის სტელა, რომელზედაც წმინდანთა ცხოვრების ამსახველი რელიეფური სიუჟეტები, რელიეფური ორნამენტი და ჯვარია გამოსახული.