დმანისის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
დმანისის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება წალკის, აღმოსავლეთით — თეთრიწყაროსა და ბოლნისის, დასავლეთით — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით — სომხეთი. ფართობი 1198,8 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. დმანისი. დმანისის მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 59 სოფელი.
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
დმანისის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | ქვემო ქართლიქვემო ქართლის მხარე | ქვემო ქართლი | ||||
ადმ. ცენტრი | დმანისი | ||||
კოორდინატები | 41°19′48″ ჩ. გ. 44°12′16″ ა. გ. | ||||
მერი | კობა მურადაშვილი | ||||
დაარსდა | 1930 | ||||
ფართობი | 1198.8 კმ² | ||||
მოსახლეობა | 19 141 (2014)[1] | ||||
სიმჭიდროვე | 23,4 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
აზერბაიჯანელები 65,46 % ქართველები 33,15 % ბერძნები 0,45 % სომხები 0,45 % რუსები 0,35 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (360)[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 1700–1799[3] | ||||
ოფიციალური საიტი | http://dmanisi.gov.ge/ | ||||
| |||||
მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მაშავერა, რომლის მთლიანი სიგრძეა 66 კმ, საშუალო წლიური წყლის ხარჯი 8 მ³/წმ-ში. მუნიციპალიტეტის ჩრდილო საზღვართან ჩამოედინება ხრამი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მცირე ტბებიც. აღსანიშნავია გომარეთის ტბათა ჯგუფი.
მუნიციპალიტეტში 56 დასახლებული პუნქტია. მათ შორის 1 ქალაქია. 2014 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 19 141 ადამიანს. მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3600 კაცს, ხოლო სოფლის — 24 000 კაცს; ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაახლოებით 90 % სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 23 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ²) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
მოსახლეობის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა, მცირე მეწარმეობა (ძირითადად ვაჭრობა და საყოფაცხოვრებო მომსახურება) და საჯარო სამსახურები. ისტორიულად შემოსავლის წყაროს სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა წარმოადგენდა. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა.