ედუინ მატისონ მაკ-მილანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ედუინ მატისონ მაკ-მილანი (ინგლ. Edwin Mattison McMillan; დ. 18 სექტემბერი, 1907 — გ. 7 სექტემბერი, 1991) — ამერიკელი ფიზიკოსი. 1939 წელს ტრანსურანიუმის ელემენტის, ნეპტუნიუმის წარდგენისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში.
ედუინ მატისონ მაკ-მილანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 სექტემბერი, 1907(1907-09-18)[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | Redondo Beach[5] [1] |
გარდ. თარიღი | 7 სექტემბერი, 1991(1991-09-07)[1] [2] [3] [6] [4] (83 წლის) |
გარდ. ადგილი | El Cerrito[5] [1] |
დასაფლავებულია | Sunset View Cemetery[7] |
მოქალაქეობა | აშშ[1] |
საქმიანობა | ფიზიკოსი[5] [1] და უნივერსიტეტის პროფესორი[1] |
მუშაობის ადგილი | კალიფორნიის უნივერსიტეტი[1] |
ალმა-მატერი | Pasadena High School[1] , კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[1] და პრინსტონის უნივერსიტეტი[1] |
ჯილდოები | მშვიდობიანი ატომის ჯილდო, ნობელის პრემია ქიმიაში[8] [9] , მეცნიერების ეროვნული მედალი და ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი |
არის კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული. 1933 წელს პრინსტონის უნივერსიტეტმა მიანიჭა დოქტორანტის წოდება, ამის შემდეგ გაწევრიანდა ბერკლის რადიაციის ლაბორატორიაში, სადაც მან აღმოაჩინა იზოტოპები ჟანგბადი-15 და ბერილიუმი-10. მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა რადარზე. 1942 წელს გაწევრიანდა მანჰეტენის პროექტში, სადაც მუშაობდა ატომური ბომბის შექმნაზე.
ვლადიმერ ვექსლერთან ერთად გამოიგონა დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის ასაჩქარებელი დანადგარის ერთ-ერთი სახეობა — სინქროტრონი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ბერკლის რადიაციის ლაბორატორიაში, სადაც განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა.