ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 (ან უბრალოდ ევრო 2016) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-15 საფეხბურთო ჩემპიონატი. ჩატარდა საფრანგეთში.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 Championnat d'Europe de football 2016 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | საფრანგეთი |
ქალაქები | 10 |
სტადიონები | 10 |
ტურნირის ვადები | 10 ივნისი – 10 ივლისი, 2016 |
მონაწილე | 24 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | პორტუგალია |
მეორე ადგილი | საფრანგეთი |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 2 427 303 (47 594 თამაშზე) |
მატჩები | 51 |
გოლები | 108 (2.12 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | ანტუან გრიზმანი (6 გოლი) |
საუკეთესო მოთამაშე | ანტუან გრიზმანი |
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი იყო პირველი იყო ევროპის ჩემპიონატებს შორის, რომლის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24 იყო. 1996-2016 წლებში ჩატარებულ ჩემპიონატებზე 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე შეიქმნა ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი, ხოლო პლეი-ოფი მერვედფინალებიდან დაიწყო. საფრანგეთის ნაკრები, როგორც მასპინძელი, არ მონაწილეობდა საკვალიფიკაციო ეტაპზე. 19-მა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ პირდაპირ მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება, ხოლო ოთხმა გუნდმა კი ეს უფლება მიიღო 2015 წლის ნოემბერში გამართული პლეი-ოფის შემდეგ.
საფრანგეთი, როგორც მასპინძელი ქვეყანა, აირჩა 2010 წლის 28 მაისს. აჯობა თურქეთისა და იტალიის კანდიდატურებს. მატჩები გაიმართა შემდეგი 10 ქალაქის სტადიონებზე: ბორდო, ლილი, ლანსი, ლიონი, მარსელი, ნიცა, პარიზი, სენ-დენი, სენტ-ეტიენი და ტულუზა. საფრანგეთმა მესამედ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს, 1960 და 1984 წლების შემდეგ.
საფრანგეთის ნაკრები ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი: 1984 და 2000 წლებში. ევრო 2016-ზე ტიტულს იცავდა ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც ბოლო ორი ჩემპიონატის (ევრო 2008 და ევრო 2012) გამარჯვებული იყო.
ევროპის ჩემპიონი გახდა პორტუგალიის ნაკრები, რომელმაც ფინალში მასპინძელი გუნდი დამატებით დროში 1–0 დაამარცხა. პორტუგალია მონაწილეობას მიიღებს 2017 წელს რუსეთში გასამართ ფიფა-ს კონფედერაციის თასზე.
სტატიაში ყველა საათი მოცემულია თბილისის დროით.