ემპპუ ვუორინენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ერნო „ემპპუ“ მატი იუჰანი ვუორინენი (დ. 1978 წლის 24 ივნისს) — ფინელი გიტარისტი და კომპოზიტორი. ის ცნობილია როგორც სიმფონიურ მეტალ ჯგუფ Nightwish-ის გიტარისტი. Nightwish 1996 წელს დააარსეს ემპპუმ და მისმა მეგობრებმა, ტუომას ჰოლოპაინენმა და ტარია ტურუნენმა. ჯგუფის პირველი ალბომი იყო Angels Fall First, რომელიც გამოვიდა 1997 წლის 1 ნოემბერს. ის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ჯგუფია ფინეთში და მსოფლიო მასშტაბით 7 მილიონზე მეტი დისკი აქვს გამოცემული; მიღებული აქვს 11 ოქროსა და 11 პლატინის ჯილდო. Nightwish-ის ალბომები მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 5,5 მილიონი ასლის ოდენობით
სწრაფი ფაქტები ემპპუ ვუორინენი, ბიოგრაფია ...
ემპპუ ვუორინენი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ერნო მატი იუჰანი ვუორინენი |
დაბ. თარიღი | 24 ივნისი, 1978 (1978-06-24) (45 წლის) |
დაბ. ადგილი | კიტეე |
წარმოშობა | კიტეე, ფინეთი |
ჟანრ(ებ)ი | სიმფონიური მეტალი, პაუერ მეტალი, მძიმე როკი, AOR |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ბას-გიტარა |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
ESP EV1 | |
საიტი | nightwish.com |
ემპპუ ვუორინენი ვიკისაწყობში |
დახურვა
ემპპუმ გიტარაზე დაკვრა დაიწყო 12 წლის ასაკში და მას შემდგომ მოღვაწეობს სხვადასხვა ჯგუფში. ეს ჯგუფებია Nightwish-ის, Brother Firetribe, Barilari, Almah და Altaria.