Nightwish
From Wikipedia, the free encyclopedia
Nightwish — სიმფონიური მეტალ-ჯგუფი ფინეთიდან. შეიქმნა 1996 წელს მთავარ კომპოზიტორ და კლავიშისტ ტუომას ჰოლოპაინენის, გიტარისტ ემპპუ ვუორინენის და ვოკალისტ ტარია ტურუნენის მიერ, რომელიც შემდგომში ჩაანაცვლა Alyson Avenue-ს ყოფილმა ვოკალისტმა ანეტ ოლზონმა.
Nightwish | |
---|---|
Nightwish 2022 წელს, ტორონტო. მარცხნიდან მარჯვნივ: იუკა კოსკინენი, ტუომას ჰოლოპაინენი, ფლორ იანსენი, ტროი დონოკლი, კაი ჰაჰტო და ემპპუ ვუორინენი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | კიტეე, ფინეთი |
ჟანრ(ებ)ი |
|
დისკოგრაფია | Nightwish-ის დისკოგრაფია |
აქტიური | 1996–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები |
|
ყოფილი წევრები |
|
საიტი | nightwish.com |
Nightwish ვიკისაწყობში |
2002 წელს ბასისტი სამი ვანსკა ჩაანაცვლა მარკო ჰიეტალამ, რომელმაც ბასისტობასთან ერთად შეითავსა მამაკაცის ვოკალის ფუნქციაც.[1] ალბომი Angels Fall First გამოვიდა 1997 წელს. ამას მოჰყვა ალბომები Oceanborn (1998), Wishmaster (2000) და Century Child (2002). ამ ალბომების გამოშვებით ჯგუფმა მსოფლიოში საკუთარი სახელი დაიმკვიდრა. მომდევნო ალბომი Once (2004) გაიყიდა 1 მილიონი ასლის ოდენობით მსოფლიოს მასშტაბით.[2] ჯგუფმა ამ ჩანაწერით სახელი აშშ-შიც გაითქვა. ალბომის სინგლი „Wish I Had an Angel“ სამ სხვადასხვა ამერიკულ ფილმში საუნდტრეკის სახით მოხვდა.[3][4] შემდეგ გამოვიდა კიდევ სამი სინგლი და ორი მუსიკალური ვიდეო ალბომიდან Once. 2006 წელს ხელახლა გადაღებულ იქნა მუსიკალური ვიდეო „Sleeping Sun“, რომლის პირველი ვერსია ჯგუფმა გადაიღო 1999 წელს. ვიდეოს მეორე ვერსია გადაღებულ იქნა კრებულისთვის Highest Hopes: The Best of Nightwish, რომელშიც შეტანილია ტარია ტურუნენის მონაწილეობით ჩაწერილი სიმღერები.[3]
2007 წელს ტარია ტურუნენის ადგილზე მოვიდა შვედი მომღერალი ანეტ ოლზონი.[5] ამავე წლის სექტემბერში ჯგუფმა გამოსცა რიგით მეექვსე ალბომი Dark Passion Play - მსოფლიო მასშტაბით მისი 2 მილიონამდე ასლი გაიყიდა. ალბომის მთავარი სინგლი „Amaranth“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლი გახდა.[6] „Dark Passion Play“-ს მსოფლიო ტურნე საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ის ყველაზე ხანგრძლივი ტურნე ჯგუფის ისტორიაში, რომელიც დაიწყო 2007 წლის 6 ოქტომბერს და დასრულდა 2009 წლის 19 სექტემბერს.[7][8] 2009 წლის მარტში კოლექტივმა გამოუშვა საკონცერტო ალბომი Made in Hong Kong (And in Various Other Places). Nightwish-ის რიგით მეშვიდე ალბომი Imaginaerum გამოვიდა 30 ნოემბერს.[2][9]
2012 წლის 1 ოქტომბერს ჯგუფმა განაცხადა ანეტ ოლზონის წასვლის შესახებ. დაწყებულ ტურნეს ჯგუფის მუსიკოსებთან ერთად განაგრძობდა ჯგუფ After Forever-ის და დღესდღეობით Revamp-ის სოლისტი ფლორ იანსენი.[10][11] მასთან ერთად ჯგუფმა შემდეგი ალბომი, Endless Forms Most Beautiful ჩაწერა.
Nightwish არის ფინეთის რიგით მესამე ყველაზე გაყიდვადი ჯგუფი. მისი ჩანაწერები გაყიდულია 900 000-ზე მეტი ასლის ოდენობით.[12][13][14][15][16] იგი აგრეთვე არის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებული ჯგუფი. მსოფლიოში მისი ჩანაწერები 8 მილიონი ასლის ოდენობით იქნა გაყიდული. მას მოპოვებული აქვს 60 ოქროს და პლატინის ჯილდო.[2]