ენცო ფრანჩესკოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ენცო ფრანჩესკოლი (ესპ. Enzo Francescoli [ˈenso fɾanseˈskoli], იტალ. [ˈɛntso frantʃeˈskɔli]; დ. 12 ნოემბერი, 1961) — ურუგვაელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა „მონტევიდეო უონდერერსის“, „რივერ პლეიტის“, პარიზის „რასინგის“, მარსელის „ოლიმპიკის“, „კალიარის“, „ტორინოსა“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ხუთგზის ჩემპიონი, ლიბერტადორესის თასისა და სუპერთასის მფლობელი „რივერ პლეიტის“ შემადგენლობაში. საფრანგეთის ჩემპიონი მარსელის „ოლიმპიკის“ შემადგენლობაში. კოპა ამერიკის სამგზის ჩემპიონი ურუგვაის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1986 წლის მექსიკის და 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ურუგვაელი ფეხბურთელი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 69-ე ადგილზე დასახელდა.[1][2][3][4]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ენცო ფრანჩესკოლი ურიარტე | ||
დაბადების თარიღი | 12 ნოემბერი, 1961 (1961-11-12) (62 წლის) | ||
დაბადების ადგილი | მონტევიდეო, ურუგვაი | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1980–1982 | უონდერერსი | 74 | (20) |
1983–1986 | რივერ პლეიტი | 113 | (68) |
1986–1989 | რასინგი | 89 | (32) |
1989–1990 | ოლიმპიკი | 28 | (11) |
1990–1993 | კალიარი | 98 | (17) |
1993–1994 | ტორინო | 24 | (3) |
1994–1997 | რივერ პლეიტი | 84 | (47) |
სულ | 510 | (198) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1982–1997 | ურუგვაი | 73 | (17) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |