ერებუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ერებუნი (ურარტ. URUer-bu-ú-ni, სომხ. Էրեբունի) — ურარტუს უძველესი ქალაქი, რომლის ნანგრევებიც მდებარეობს არინ-ბერდის ბორცვზე, თანამედროვე ერევნის გარეუბანში. ქალაქი დააარსა ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ძვ. წ. 782 წელს. იმასთან დაკავშირებით, რომ ერებუნი მდებარეობს ერევნის მახლობლად და ასევე იმის გამო, რომ არსებობს ეტიმოლოგიური კავშირი „ერებუნსა“ და „ერევანს“ შორის, ერებუნი ხშირად გაიგივებულია ერევანთან. ერევნის დაარსების თარიღად ითვლება ძვ. წ. 782 წელი, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება ქალაქის ადგილას მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის არსებობისა ძვ. წ. IV-III საუკუნეებშიც კი. ჟურნალმა „Forbes“-მა ერებუნი 2012 წელს შეიყვანა მსოფლიოს 9 უძველესი ციხესიმაგრის სიაში[1].
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ერებუნი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ერებუნი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ძველი ქალაქი
ერებუნი
Էրեբունի
| ||||||||||||||||||||||||
|