ერითროციტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ერითროციტები (ბერძნ. ἐρυθρός — წითელი და κύτος — უჯრედი, სათავსი), ასევე ცნობილი სახელწოდებით სისხლის წითელი უჯრედები — ადამიანის, ხერხემლიანი ცხოველებისა და ზოგიერთი უხერხემლოების სისხლის უჯრედები. ერითროციტების შემადგენლობაში შედის ცილოვანი ნივთიერება ჰემოგლობინი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის წითელ ფერს. ერითროციტების რაოდენობა 1მმ კუბში 4.5-5 მილიონია.