ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
„ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგია“ — მესამე ტრილოგია „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზში, რომელიც შეიქმნა ჯორჯ ლუკასის მიერ. მას აწარმოებს Lucasfilm, ხოლო პროდიუსერია Walt Disney Studios Motion Pictures. ტრილოგიაში შედის ეპიზოდები VII–IX. იგი ქრონოლოგიურად მიმდინარეობს „ჯედაის დაბრუნების“ (1983) შემდეგ. ლუკასმა გაგრძელება ჯერ კიდევ 1970-იანებში დაგეგმა[1], მაგრამ 1990-იანების მიწურულს გეგმები შეცვალა და წინარეისტორიის ტრილოგიაზე მუშაობა დაიწყო. The Walt Disney Company-მ Lucasfilm 2012 წლის ბოლოს შეიძინა და განაცხადა, რომ განაგრძობდა ფილმების სერიაზე მუშაობას.
„„ვარსკვლავური ომების“ გაგრძელების ტრილოგია“ | |
---|---|
„ვარსკვლავური ომების“ ლოგო, რომელიც ყველა ფილმში ჩნდება. | |
რეჟისორი |
|
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
როლებში |
|
მუსიკა | ჯონ უილიამსი |
ოპერატორი |
|
მონტაჟი |
|
მწარმოებელი კომპანია | |
დისტრიბუტორი | Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი |
|
შემოსავალი |
|
სერიის პირველი სურათი, „ძალის გამოღვიძება“, აშშ-ში გამოვიდა 2015 წლის დეკემბერში. მისი რეჟისორია ჯეი ჯეი აბრამსი, ხოლო სცენარისტები – თავად აბრამსი, ლოურენს კესდენი და მაიკლ არნდტი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ წინა ტრილოგიის მსახიობები, ჰარისონ ფორდი, მარკ ჰემილი, კერი ფიშერი და სხვები. ახალ მსახიობებს შორის არიან ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა და ოსკარ აიზეკი.
განსხვავებით წინა ორი ტრილოგიისგან, რომლის ფარგლებში ფილმები გამოდიოდა დაახლოებით სამწლიანი შესვენების შემდეგ, გაგრძელების ფილმები გამოვა ყოველ ორ წელიწადში. „უკანასკნელი ჯედაი“ გამოვიდა 2017 წელს. მისი რეჟისორი და სცენარის ავტორია რაიან ჯონსონი. ფილმში კვლავ მონაწილეობს „ძალის გამოღვიძების“ მსახიობთა გუნდის დიდი ნაწილი.
გაგრძელების ტრილოგიის პირველი ორი ფილმის საერთო შემოსავალია 3.1 მილიარდი აშშ დოლარი. კრიტიკოსებმა ისინი დადებითად შეაფასეს. მესამე ნაწილი, „ეპიზოდი IX“, უნდა გადაეღო კოლინ ტრევოროუს, თუმცა 2017 წლის სექტემბერში იგი აბრამსმა ჩაანაცვლა, რომელიც სცენარზე კრის ტერიოსთან ერთად მუშაობს. ფილმი 2019 წლის დეკემბერში გამოვა.