ზეიდ-კენემერლანდის ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზეიდ-კენემერლანდის ეროვნული პარკი (ნიდერლ. Nationaal Park Zuid-Kennemerland) — ეროვნული პარკი ნიდერლანდებში, ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში. შეიქმნა 1995 წელს. ფართობი 38 კმ². სამხრეთ ნაწილში განვითარებულია დიუნები. სიახლოვეს გზატკეცილი და სარკინიგზო გზაა. განვითარებულია ტურიზმი. ყოველწლიურად პარკს სტუმრობს დაახლოებით 2 მლნ. ადამიანი. ჩრდილოეთი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ქვიშიანი პლაჟებია. დიდი რაოდენობითაა საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები. პარკის ტერიტორიაზეა XIX საუკუნის ციხესიმაგრე.
სწრაფი ფაქტები ზეიდ-კენემერლანდის ეროვნული პარკი ...
ზეიდ-კენემერლანდის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ნიდერლანდები |
კოორდინატები | 52°25′ ჩ. გ. 4°35′ ა. გ. |
ფართობი | 38 კმ² |
დაარსდა | 1995 წელს |
დახურვა