იელის უნივერსიტეტი (Yale University) — კერძო უნივერსიტეტი ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი. დაარსდა 1701 წელს როგორც კოლეგიატის სკოლა, აივი-ლიგის წევრია და სიძველით მესამე უმაღლესი განათლების კერაა აშშ-ში. განსაკუთრებით ცნობილია მისი საბაკალავრო სკოლა, იელის კოლეჯი და იელის იურიდიული ფაკულტეტი, ორივე მათგანს აღზრდილი ჰყავს რამდენიმე აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა სახელმწიფოების მეთაურები. 1861 წელს იელის ხელოვნებათა და მეცნიერებათა პოსტსაბაკალავრო სკოლამ პირველი ფილოსოფიის დოქტორის დიპლომი გასცა აშშ-ში. ასევე გამოირჩევა იელის დრამატული სკოლა, რომელმაც მრავალი ჰოლივუდის და ბროდვეის გამოჩენილი მსახიობი აღზარდა. იელის ხელოვნების, მუსიკის, სამედიცინო და არქიტექტურის სკოლები ამ სფეროებში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა ქვეყანაში.
სწრაფი ფაქტები იელის უნივერსიტეტი, დევიზი ...
იელის უნივერსიტეტი |
---|
Yale University |
ლათ. Universitas Yalensis |
|
|
|
დევიზი |
אורים ותמים - სინათლე და ნდობა |
---|
დაფუძნდა |
9 ოქტომბერი, 1701 (1701-10-09) |
---|
ატარებს სახელს |
Elihu Yale |
---|
ტიპი |
კერძო |
---|
ფონდები |
31 201 686 000[1] , 41 383 300 000[2] და 42 282 900 000[2] |
---|
თავმჯდომარე |
Peter Salovey[3] და Rick Levin[4] |
---|
სტუდენტი |
14 429[5] , 12 336[1] , 5 477[1] და 6 859[1] |
---|
მისამართი |
Woodbridge Hall, New Haven, CT, 06520[1] |
---|
ქალაქი |
ნიუ-ჰეივენი |
---|
შტატი |
კონექტიკუტი |
---|
ქვეყანა |
აშშ |
---|
ფერები |
Yale Blue[6] [7] |
---|
კავშირები |
აივი ლიგა, New England Association of Schools and Colleges, Association of American Universities[8] [9] , ORCID[10] [11] , Association of Research Libraries[12] , IIIF Consortium , International Alliance of Research Universities, Linux Foundation[14] , Consortium of Social Science Associations[15] , Dryad , arXiv[17] , Networked Digital Library of Theses and Dissertations[18] , American Council on Education[19] , National Humanities Alliance[20] , Higher Education Leadership Initiative for Open Scholarship[21] , Coalition for Networked Information[22] , Center for Research Libraries[23] და Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[24] |
---|
კარნეგის კლასიფიკაცია |
სადოქტორო უნივერსიტეტები: ძალიან მაღალი კვლევითი აქტივობა[25] , majority graduate[25] , research doctoral: comprehensive programs, with medical/veterinary school[25] , four-year, large, highly residential[25] , arts & sciences focus, high graduate coexistence[25] და four-year, full-time, more selective, lower transfer-in[25] |
---|
|
yale.edu |
დახურვა
2016 წელს U.S. News & World Report-მა იელი აშშ-ში მესამე საუკეთესო სასწავლო დაწესებულებად დაასახელა[26] (ამ სიაში იელი სამეულში შედის ბოლო თექვსმეტი წელი). QS World University Rankings-ის თანახმად ის მე-15-ა მსოფლიოში[27], Times Higher Education World University Rankings-ის რეიტინგში კი მე-12.[28] 2015 წელს Academic Ranking of World Universities-მა იელს მე-11 ადგილი მიანიჭა.[29]
იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: უილიამ ჰოვარდ ტაფტი, ჯერალდ ფორდი, ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში, ბილ კლინტონი, ჯორჯ უოლკერ ბუში, მარიო მონტი, თანსუ ჩილერი, ერნესტო სედილიო, კარლ კარსტენსი, ჯონ კერი, ჰილარი კლინტონი.