ინკების რელიგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ინკების რელიგია — მიუხედავად იმისა, რომ ინკები საკმაოდ ტოლერანტულები იყვნენ მათ მიერ დაპყრობილი ხალხების რელიგიის მიმართ, ისინი მინც აიძულებდნენ მათ ეღიარებინათ სახელმწიფო რელიგია, ისე რომ ადგილობრივი მრწამსის აღიარებას არ უშლიდნენ. ინკების იმპერია თეოკრატიული იყო, რომლის სათავეშიც იდგა საპა ინკა, რომელიც მზის ღმერთის შვილად ითვლებოდა. ყოველი მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ და შემდეგ, ინკები მთავარ ღმერთებს შესაწირს უძღვნიდნენ. ყოველ ასეთ რიტუალს ანაცვლებდა იმპერიისათვის მიძღვნილი სახალხო სამუშაოები, რომელსაც თან ახლდა საყოველთაო სმა-ჭამა და გართობა. მზის ღმერთის შვილისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი დღესასწაული იყო ინტი რაიმი, რომელიც ცხრა დღე ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროს საპა ინკა მოიმარაგებდა აკაჩიჩას - სიმინდის ლუდს. პირველად მას მთავარ ღვთაებას სთავაზობდა, შემდეგ თვითონ მირთმევდა, შემდეგ დიდგვაროვნები და ბოლოს უბრალო ხალხი.
სტატიები თემატიკაზე ინკების ცივილიზაცია | |
საზოგადოება | |
---|---|
განათლება | |
რელიგია | |
მითოლოგია | |
გზები | |
არმია | |
სოფლის მეურნეობა | |
სამზარეულო | |
ინკების ისტორია | |
ინკების იმპერია | |
დაპყრობა |
ინკების უმთავრესი ღმერთი იყო მზე. მზის კულტი მთელი იმპერიის ოფიციალურ ღვთაებად ითვლებოდა. ამ კულტისადმი თაყვანის საცემად, ინკები აშენებდნენ უამრავ ტაძარს, რომელთაგან მთელს იმპერიაში უმთავრესი იყო კორიჩანჩას ტაძარი კუსკოში. ეს ტაძარი წმინდათწმინდათ ითვლებოდა იმპერიის მასშტაბით. დღეს იგი დანგრეულია და მხოლოდ რამდენიმე კედელიღაა შემორჩენილი. მზის კულტის ტაძრებს ინკები მთელი იმპერიის ტერიტორიაზე მრავლდ აშენებდნენ, რომელთაგან ზოგიერთმა ჩვენს დრომდეც მოაღწია. ერთ-ერთი ასეთია პერუში მდებარე ვილკაშუმანის ტაძარი. პერუს უმაღლესი მწვერვალის, ოსკარანის მახლობლად შეგვიძლია ვნახოთ ტაძარი, სადაც სრულდებოდა მსხვერპლშეწირვა. ერთ-ერთი შესანიშნავი ტაძარი მდებარეობს ტიტიკაკას ტბის ბოლივიის ნაწილში მდებარე კუნძულ ისლა დე სოლზე (ესპ. მზის კუნძული).
მზის ღმერთამდე, ინკების მთავარი ღმერთი იყო ვირაკოშა, რომლის კულტიც 700 - 1200 წლებში გამოჩნდა. ის ჯერ კიდევ ინკებმდელი ცივილიზაციების მთავარი ღმერთი იყო. ვირაკოშა ნელ-ნელა ჩაანაცვლა მზის კულტმა, რომელიც XV საუკუნეში იმპერატორმა ჩაპაკუტიმ უკვე ოფიციალურად დააკანონა. ამის შემდეგ დაიწყო სხვა კულტების ნელ-ნელა განდევნა, ვირაკოშას უამრავი ტაძარი დაანგრიეს და ისინი ჩაანაცვლეს მზის კულტის ტაძრებით.