კარლ ვილჰელმ შეელე
შვედი ქიმიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ ვილჰელმ შეელე (შვედ. Carl Wilhelm Scheele; დ. 9 დეკემბერი, 1742 — გ. 21 მაისი, 1786) — შვედი ქიმიკოსი, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1775).
კარლ ვილჰელმ შეელე | |
---|---|
შვედ. Carl Wilhelm Scheele | |
დაბ. თარიღი | 9 დეკემბერი, 1742(1742-12-09)[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | შტრალზუნდი, შვედეთის პომერანია[4] [2] [3] |
გარდ. თარიღი | 21 მაისი, 1786(1786-05-21)[2] [5] [6] [7] [8] [3] (43 წლის) |
გარდ. ადგილი | კეპინგი[2] |
მოქალაქეობა | შვედეთი |
საქმიანობა | ქიმიკოსი[2] , აფთიაქარი[2] და ფარმაკოლოგი |
ალმა-მატერი | უფსალის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Sara Margarethe Pohl |
განათლებითა და პროფესიით ფარმაცევტი. მუშაობდა შცვედეთის სხვადასხვა ქალაქის აფთიაქებში, სადაც ატარებდა ქიმიურ კვლევებს. აღმოაჩინა მრავალი არაორგანული და ორგანული ნივთიერება: ქლორი (1774), გლიცერინი (1779, მოლიბდენისა (1778) და ვოლფრამის (1781) ანჰიდრიტები, სილიციუმის ტეტრაფთორიდი (1771), ბარიუმის ჟანგი (1774), დარიშხანწყალბადი (1775), ღვინომჟავა (1769), სილიციუმფთორწყალბადმჟავა და ფთორწყალბადმჟავა (1771), დარიშხანმჟავა (1775), მჟაუნმჟავა (1776), რძემჟავა (1780), ციანმჟავა (1782) და სხვა.
1769 წელს შეელემ შეიმუშავა ნაცრიდან ფოსფორის წარმოების ხერხი. 1774 წელს თავისუფალი სახით გამოყო მანგანუმი და ბარიუმის ოქსიდი. დეტალურად აღწერა ქლორის თვისებები. დაამტკიცა ჰაერის რთული შედგენილობა. მისი სახელობისაა მცირე კრატერი მთვარის ზედაპირზე და მცირე პლანეტა კარლშეელე. მისი სახელობისაა მინერალი შეელიტი.