კლასიკური ლიბერალიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
კლასიკური ლიბერალიზმი — პოლიტიკური იდეოლოგია და ლიბერალიზმის მიმართულება, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებას, წარმომადგენლობით დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას; ასევე, ხაზს უსვამს ეკონომიკურ თავისუფლებას.[1][2]
კლასიკური ლიბერალიზმი განვითარდა XIX საუკუნის ევროპასა და შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ლიბერალიზმი აგებული იყო იდეებზე, რომლებიც უკვე განვითარებული იყო XVIII საუკუნის მიწურულს, იგი მხარს უჭერდა კონკრეტული სახის საზოგადოებას, მთავრობას და საჯარო პოლიტიკას, სამრეწველო რევოლუციისა და ურბანიზაციის საპასუხოდ.[3] მნიშვნელოვანი ხალხი, რომელთა იდეებმაც წილი შეიტანა კლასიკური ლიბერალიზმის განვითარებაში, არიან: ჯონ ლოკი,[4] ჟან ბატისტ სეი, თომას რობერტ მალთუსი და დეივიდ რიკარდო. მის მიმართულებაზე გავლენა მოახდინა ადამ სმიტის ეკონომიკურმა შეხედულებებმა და ბუნებითი სამართლის ფილოსოფიამ,[5] უტილიტარიზმმა[6] და პროგრესმა.[7]
როგორც ტერმინი, კლასიკური ლიბერალიზმი დღევანდელი გადმოსახედიდან ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ განასხვავოს XIX საუკუნის ლიბერალიზმი სოციალური ლიბერალიზმისგან.[8]