კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (რუს. Организация Договора о коллективной безопасности — ОДКБ) — მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსი. იგი წარმოადგენს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელსაც ხელი მოეწერა 1992 წლის 15 მაისს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, რუსეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მთავრობების მეთაურების მიერ, 1993 წელს მას შეუერთდა აზერბაიჯანი, ბელარუსი და საქართველო. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1994 წლის 20 აპრილს 5 წლის ვადით.[1]
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია | |
---|---|
რუს. Организация Договора о коллективной безопасности | |
შეიქმნა | 15 მაისი, 1992 |
ტიპი | სამხედრო ალიანსი და საერთაშორისო ორგანიზაცია |
შტაბ-ბინა | მოსკოვი, რუსეთი |
წევრები |
3 ყოფილი წევრი 1 დამკვირვებელი |
ენა | რუსული ენა |
გენერალური მდივანი | სტანისლავ ზასი |
თავმჯდომარე | ალექსანდრე ლუკაშენკო |
კავშირები | სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და უზბეკეთი |
odkb-csto.org |
1999 წელს აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა შეწყვიტეს წევრობა, სხვა მონაწილე სახელმწიფოები კი შეთანხმდნენ ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებაზე კიდევ 5 წლით.[2] 2002 წლის 14 მაისს ხელშეკრულება გადაკეთდა მთავრობათაშორის ორგანიზაციად, რომლის წესდებაც დამტკიცდა 2002 წლის 7 ოქტომბერს, 2003 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში დარეგისტრირდა, 2004 წელს კი მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსი. ამჟამად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) შედის ბელარუსი, რუსეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი (უზბეკეთი ორგანიზაციას მეორედ შეუერთდა 2006 წელს, 2012 წელს კვლავ დატოვა იგი).[3]
ხელშეკრულების მეოთხე საკვანძო მუხლის მიხედვით:
ორგანიზაციის ქარტიის მესამე მუხლის თანახმად, ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს მშვიდობის, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება, მონაწილე სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული ინტეგრაციისა და სუვერენიტეტის დაცვა.