კორაბი
From Wikipedia, the free encyclopedia
კორაბი (მაკედ. Кораб; ალბ. Korabi) — ქედი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. წარმოადგენს მდინარეების რადიკის და შავი დრინის წყალგამყოფს.[1] უმაღლესი წერტილია — მწვერვალი კორაბი (2764 მ).[2]
სწრაფი ფაქტები კორაბი ...
კორაბი | |
---|---|
კორაბის ხედი | |
კოორდინატები: 41°47′25″ ჩ. გ. 20°32′48″ ა. გ. | |
ქვეყანა | ალბანეთი ჩრდილოეთი მაკედონია |
უმაღლესი წერტილი | კორაბი |
სიმაღლე | 2764 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
დახურვა
კორაბის მახლობლად, მთათა სისტემაში არის 10 მწვერვალი, რომელთა სიმაღლეც 2000 მეტრს აღემატება. მთის ფერდობებზე მყინვრული ტბებია. კორაბის მთა გამოსახულია მაკედონიის გერბზე.